საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი წამლების ფასებზე - როგორც არის ევროპაში რეგულაციები, ჯანსაღი და გამჭვირვალეა ეს პროცესი, აი, ასე უნდა მოეწყოს ყველაფერი საქართველოშიც

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი
1631912987
დაკოპირებულია

„ბევრ პრობლემაზე და შეუსრულებელ საქმეზე ხშირად მიწევს განმარტების გაკეთება. ერთს შევახსენებ ყველას და თავს არ ვარიდებ, 4 წელი მე არ ვიყავი პოლიტიკაში, თანამდებობიდან წავედი 2015 წლის დეკემბერში, 2016-2017-2018 და 2019 წლის სექტემბერში დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. რაც გავაკეთე ჯარში ყველამ ნახეთ, ვიმუშავეთ ბევრი. რაღაც პრობლემები, რაც მოუგვარებელი იყო, მათ შორის მეგის ქარდავას ჩამოყვანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, ამაზე მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, ვაცხადებ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ეს განვაცხადო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წამლების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს საქართველოში, როგორც ევროპაშია და პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი, გამჭვირვალე.

„4 წელი მე არ ვმონაწილეობდი საჯარო პოლიტიკაში, საერთოდ არ ვიყავი ჩართული. რა თქმა უნდა, მე დავინტერესდი ფასებით, პრობლემა არის, ვიცი რა, სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობის, პენსიონერების, მათ ჯიბეზე აისახება ეს ყველაფერი. მე არ მინდა პოპულისტურად გამომივიდეს ახლა, ამ წინასაარჩევნოდ. დიახ, ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა, მათ შორის შუალედური ანგარიშიც გვაქვს, არ მინდა ვიღაცამ კიდევ დაგვაბრალოს, რომ წინასაარჩევნოდ პოპულისტური მოსყიდვების და გულის მოგების მიზნით ამას აკეთებენ, ამიტომ, არჩევნების შემდეგ, ჩვენ გვექნება, მათ შორის, სექტორის წარმომადგენლებთანაც, იმ ადამიანებთან და ბიზნესთან, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა, ძალიან ნორმალურ, ცივილიზებულ ფორმებში და მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევთ კომპრომისულ ვარიანტს. უნდა მოხდეს სწორად, ისე, როგორც არის ევროპაში. ჩვენ ახალს არაფერს არ გამოვიგონებთ. როგორც არის ევროპაში რეგულაციები და ჯანსაღი და გამჭვირვალეა ეს პროცესი, გამიჯნულია ის მიმართულებები და არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტები, აი ასე უნდა მოეწყოს ყველაფერი საქართველოშიც. არ შეიძლება, რომ მწარმოებელიც იყოს, გამყიდველიც, დისტრიბუტორიც და ყველაფერი თვითონ იყოს ადამიანი და ამ დროს უკონტროლოდ იყოს ფასების ზრდა წამლებზე, მით უმეტეს, ისედაც ჯერ კიდევ გაჭირვებულ ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.