მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ის, რაც დღეს ევროკავშირის ოფისთან ნიკანორ მელიამ ჩაიდინა, მგონი გამოსაფხიზლებელი უნდა გახდეს, როგორც ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისთვის - ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge

„ის რაც დღეს ევროკავშირის ოფისთან ნიკანორ მელიამ ჩაიდინა, მე მგონი გამოსაფხიზლებელი უნდა გახდეს როგორც ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის, ისე ჩვენი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა ვინ მელიას ამ ამაზრზენ გამოხდომას უყურა და მოუსმინა, თავისთვის გაიფიქრა თუ რას იზამს ეს სექტა და მათი სატელიტები ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში?!“ - ამ სიტყვებით ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას.

„დიახ, იქ ევროკავშირის ოფისთან მარტო ნიკანორ მელია კი არა, მისი სახით მთელი „ნაცმოძრაობა“ იდგა მისი ბევრი კუდით. მელია შეიძლება თბილისში დაიბადა გაიზარდა, მაგრამ პროვინციული სული მასში თბილისმაც კი ვერ მოსპო. კარგია, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის ოფისთან მოხდა, კიდევ არაერთხელ დაატრიალებენ და შეხედავენ იმ კადრებს და დარწმუნდებიან ნაცების ფსევდო-დასავლურობაში და მიხვდებიან ვისთანაც აქვთ საქმე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.