მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი, 19 ოქტომბერს, მანჯგალაძისა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯივიპი, 19 ოქტომბერს, მანჯგალაძისა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მანჯგალიძისა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ტექნიკური სამუშაოები 19 ოქტომბერს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 ოქტომბრის 22:00 სთ-დან 20 ოქტომბრის 22:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: მანჯგალაძის, დადიანის, ხუდადოვის, ურიდიას და ქებურიას ქუჩების ნაწილს; მახალდიანის, ხიმშიაშვილის, ჩხიკვაძის, რკინიგზის და მესხის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: ქურდიანის, მეუნარგიას, ვეშაპურის, გურგენიძის ქუჩებს და ლალიონის შესახვევს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge.