მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში 17 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

პოლიცია, შსს, ლენტი

კახეთში, თელავის სოფელ ბუშეტის სტადიონზე 17 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მოზარდის გარდაცვალების მიზეზი.