მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უმცირესობების სიტყვის გამოთქმის თავისუფლება“ - ქართველ მუსლიმთა კავშირი

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება

„საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონისა და სამართლის წინაშე შესაბამისად ყველას აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოთქმის უფლება“, - ამის შესახებ ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლება როგორც დემოკრატიული წყობილების მთავარი გარანტორი ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა იმ გამოწვევას და მშვიდობიანად კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ქვეყანაში მცხოვრები მრავალფეროვანი უმცირესობების სიტყვისა და აზრის გამოთქმის უფლება.

„ქართველ მუსლიმთა კავშირი ყოველთვის დგას და იდგება დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის მხარდამჭერი მიუხედავად იმისა, ვიზიარებთ თუ არა რომელიმე კერძო, თუ იურიდიული სუბიექტის მოსაზრებებს.

ხელისუფლება როგორც დემოკრატიული წყობილების მთავარი გარანტორი ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა იმ გამოწვევას და მშვიდობიანად კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ქვეყანაში მცხოვრები მრავალფეროვანი უმცირესობების სიტყვისა და აზრის გამოთქმის უფლება.

ჩვენ მუსლიმებს გვაქვს ჩვენი ისლამური კულტურა ღირებულებები და ფასეულობები ჩვენი მისწრაფებები. მიუხედავად განსხვავებულობისა ჩვენ არ ვერევით სხვათა ცხოვრებაში ჩვენ არ განვიკითხავთ სხვათა ცხოვრების წესსა და ადათს. ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით როგორც ჩვენს ასევე ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ განსხვავებული მრწამსისა და შეხედულებების ადამიანთა უფლებებს.

ჩვენ ერთგული ვართ მშვიდობის. ჩვენ მზად ვართ სიყვარულით ვაშენოთ ჩვენი სამშობლო და ვილოცოთ მისი ერთიანობისათვის. კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის გომომწვევ ყველა მიზეზს“, - აღნიშნულია განცხადებაში.