მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევა დაფიქსირდა

ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში 49 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

იგი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამცხე-ჯავახეთიდან 2 დღის წინ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

სავარაუდოდ, პაციენტის დამძიმება ჰოსპიტალიზაციის დაგვიანებამ განაპირობა.

ინფორმაციისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სად არის გავრცელებული ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში და რა იწვევს მას? - მარინა ენდელაძის განმარტება

👉 ყირიმ-კონგოს ცხელება მოზარდს დაუფიქსირდა

👉 ცერცვაძე: ყირიმ-კონგოს ცხელებისთვის საქართველომ კოვიდის პირობებშიც უნდა მოიცალოს