მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქრისტეს სახელით ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია“ - მეუფე საბა

მეუფე საბა ზიარებისას

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ ქადაგებისას თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი.

„ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეუბნებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისკენ. მაგრამ არის მეორე მხარე, როდესაც ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას.

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ხოლო ეკლესია, არ არის ამსოფლიური, არ ზრუნავს ამსოფლიური ცხოვრებისთვის, არამედ ჩვენი ზეციური ცხოვრებისთვის.

ზეციური ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ უნდა მივუთითოთ, უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისთვის სათნო და რა არა, რა არის ცოდვა და რის შემდგომ უნდა გამოვხატოთ სინანული. თუ ადამიანებს არ აინტერესებთ, სამწუხაროდ, ღმერთთან ერთობა, ჩვენ ვერ ვიქნებით მოძალადეები, ვერ ვაიძულებთ, მივიდნენ ქრისტესთან“, - განაცხადა ეპისკოპოსმა საბამ.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

👉 საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობრივი ჰომოფობია

👉 „შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძალიან კარგია“ - პრაიდის ორგანიზატორი