მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები, რაც არის შესაბამისი უწყებების, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს დამსახურება, მადლობა თითოეულ მოხელეს, მთავრობას პრინციპული პოზიციის დაცვისთვის - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„სახელმწიფო მუშაობს, რათა ქვეყნის პოზიციები იყოს მაქსიმალურად დაცული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ იგივე არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებით განხორციელებული, სამართლებრივ დავებში გვქონდეს ყველგან წარმატება, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები, რაც არის შესაბამისი უწყებების დამსახურება, მათ შორის პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს დამსახურება. მადლობა თითოეულ მოხელეს და სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთავრობას ამ პრინციპული პოზიციის დაცვისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.