მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარკ ცუკერბერგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ფეისბუკის შეფერხებამ მარკ ცუკერბერგი $7 მილიარდით დააზარალა

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აკეთებს.

„ფეისბუკი, ინსტაგრამი, WhatsApp-ი და მესინჯერი კვლავ დაბრუნდა ონლაინ რეჟიმში. ბოდიში დღევანდელი შეფერხებისათვის. მე ვიცი, რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ მუდმივად კავშირზე იყოთ ადამიანებთან“, - წერს ცუკერბერგი.

ინფორმაციისთვის, თითქმის 6 საათიანი გათიშვის შემდეგ Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა მუშაობა განაახლა. Facebook-ის განცხადებით, გათიშვის მიზეზი ქსელური პრობლემა იყო.