მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს“ - მეუფე გრიგოლი პრაიდზე

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, საკვირაო წირვა-ლოცვა დღეს ფოთის საკათედრო ტაძარში ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოს, მეუფე საბასთან ერთად ჩაატარა და მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა.

„ჩვენი დღევანდელი პრობლემა სწორედ ეს არის - თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით უნდა მიეცეთ თუ არა უფლება. ეგ სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არ მოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? არის რაღაც მეტად მიუღებელი და ნაკლებად მიუღებელი. ის რაც კანონის ფარგლებში ექცევა, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს.

საერთოდ ადამიანები პასუხისმგებლები არიან ყველაფერზე, რასაც ისინი სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონის ფარგლებს გადავა.

ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, არ ვიცი შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

👉 საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობრივი ჰომოფობია

👉 „შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძალიან კარგია“ - პრაიდის ორგანიზატორი

👉 ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას