მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედიის მისამართით საზოგადოებაში არსებობს აგრესია“ - ვარლამ გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანმა 5 ივლისს თბილისში მედიაზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები გუშინ ფეისბუკ ლაივის დროს შეაფასა.

გოლეთიანის თქმით, იქიდან გამომდინარე რომ იგი ჩართულია პროცესებში, ხედავს საზოგადოების აგრესიას მედიის წინააღმდეგ.

„როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, აქ შეკრებილ ადამიანებს მათთან ჰქონდათ სერიოზული პრობლემები და ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, კონფლიქტის მოგვარებას“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, რიონის ხეობაში პროტესტი დაიწყო ხუთი ადამიანით, რომელთაც არ ჰქონდათ არანაირი ცნობადობა და მათთვის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაშიც ბუნებრივია, მედია მხარდაჭერა სჭირდებოდათ.

„ადგილზე მნიშვნელოვანი იყო მედიასთან კონფლიქტისგან თავის არიდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით ამ სივრცის დალაგებას და ჩვენ ეს მოვახერხეთ“, - ამბობს გოლეთიანი.

მისივე განცხადებით, თბილისში 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ, რიონის ხეობაშიც შეიქმნა საფრთხე და „რიონის ხეობის მცველებს“ თავიდან მოუწევთ მედიასთან ურთიერთობის დალაგება.