მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„N17 ციხეში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე პატიმრებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემათ“ - პენიტენციური სამსახური

საპატიმრო

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რუსთავის N17 ციხეში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია.

ამავე ცნობით, მსჯავრდებულებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ მიეცემათ.

„N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება, ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აქვე განვმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროისთვის ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.