მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა კვარაცხელიას მამას უნდა მიეცეს შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება“ - შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი შალვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მამას უნდა მიეცეს შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება.

„მიმაჩნია, რომ მოკლული უბრწყინვალესი ახალგაზრდის ნიკოლოზ კვარაცხელიას მამას უნდა მიეცეს შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება უპრობლემოდ. მშობელი მშობელია, იმის მიუხედავად რა ხედვები და პროფესია გააჩნია მას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეში ორი პირი აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძე მონაწილეობდა და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მკვლელობა სავარაუდოდ ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალის წარდგენის თაობაზე

✅პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა

✅„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს (ვიდეო)