მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენსიონერების 100 ლარიანი დანამატის შემთხვევაში ყოველწლიური ხარჯი 276 მლნ ლარია, ეს თანხა თბილისის ბიუჯეტის მეხუთედია, რაც ქალაქის განვითარების სრულ იგნორირებას ნიშნავს - ანდრია გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი Pia.ge

„ბოლო დღეებში ქალაქში გამოჩნდა მელიას ბილბორდი წარწერით „100 ლარიანი ყოველთვიური დანამატი თბილისელ პენსიონერებს“. მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით. იმასაც ვერ ხვდებიან, ტყუილებს დიდი ხანია რომ არ იჯერებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინა საარჩევნო ბილბორდებს.

მისი თქმით, მელია ერთი უნიჭო პოპულისტია.

„ნიკა მელია რომ ერთი უნიჭო პოპულისტია, ყველამ ვიცით. არანაირი ხედვა რომ არ აქვს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით, ესეც ყველამ ვიცით. არანაირი ადეკვატური დაპირების გაცემის უნარი რომ არ აქვს, ალბათ ესეც მოგეხსნებათ. ჰოდა, ამ დროს ყველაზე მარტივი მეთოდია, გადმოიღე თაროდან კარგად მივიწყებული ტყუილი დაპირებები, გადაიტანე ბილბორდზე და გამოაკარი მთელ ქალაქში - შენი რა მიდის. ბოლო დღეებში ქალაქში გამოჩნდა მელიას ბილბორდი წარწერით „100 ლარიანი ყოველთვიური დანამატი თბილისელ პენსიონერებს“. მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით. იმასაც ვერ ხვდებიან ტყუილებს დიდი ხანია რომ არ იჯერებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები.

მიუხედავად ამისა, ხან 400 ლარიან პენსიას ჰპირდებიან, ხან უპროცენტო სესხებს, ხან რას და ხან რას. თვალებში უყურებენ და უბრალოდ ატყუებენ - აი ასე, მარტივად. ცნობისთვის თბილისში 230.000 საპენსიო ასაკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. 100 ლარიანი დანამატის შემთხვევაში ყოველთვიური ხარჯი 23 მილიონი ლარია, ხოლო ყოველწლიური 276 მილიონი ლარი. ეს თანხა თბილისის ბიუჯეტის მეხუთედია. ეს ნიშნავს, ქალაქის განვითარების სრულ იგნორირებას. ასე რომ, ამ უაზრო და სამარცხვინო ტყუილებზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ძველგაზრდებისგანაც და ახალგაზრდებისგანაც“, - წერს ანდრია გვიდიანი.