მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი გაითიშა

ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი გაითიშა

სოციალური ქსელები ფეისბუკი, ინსტაგრამი და, ასევე, საკომუნიკაციო აპლიკაცია ვოთსაპი გაითიშა. სამივე მათგანს კორპორაცია ფეისბუკი ფლობს.

სოციალური ქსელები არც მობილური აპლიკაციებითაა ხელმისაწვდომი და არც სხვა მოწყობილობებით. აპლიკაციებში News Feed-ი არ ახლდება, ვებგვერდები მიუწვდომელია. ვოთსაპში კი შეტყობინებები არ იგზავნება.

პლატფორმაზე Down Detector, რომელიც სოციალური ქსელების მუშაობას მონიტორინგს უწევს, ტვიტერზე წერს, რომ ფეისბუკს, ინსტაგრამსა და ვოტსაპს გლობალური პრობლემა შეექმნა.

ფეისბუკს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.