მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით“ - გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა კარვები დაშალეს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ და დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ძალიან სამწუხაროა რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ჩვენ გეგმებს. პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუდმივად ჩაგვრას განიცდიან.

ყველას გვყავს სანაცნობოში, სანათესავოში ადამიანი ამ თემის წევრი, რომელიც განიცდის შევიწროებას, მათი უფლებები მუდმივად ირღვევა და მათი უფლებები, რომ აღარ ირღვეოდეს, ეს უნდა შედგეს როგორც ტრადიცია და ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ დაიყოფიან რელიგიური, თუ სხვადასხვა ნიშნებით, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის გამო და მათი კონსტიტუციური უფლებები იქნება დაცული,“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

ინფორმაციისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი პრაიდს მოუწოდებს, უარი თქვან გამოსვლაზე.

რუსთაველის გამზირზე, სადაც 18:00 საათზე ღირსების მარშია დაგეგმილი, დილიდან პრორუსული, ჰომოფობიური, აგრესიული ჯგუფები ძალადობენ. ისინი ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

✅ირაკლი ღარიბაშვილი: მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას
✅„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)

✅„ღირსება სხვა რამეა, მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში “ - რუსთაველის გამზირზე მეუფე იაკობი მივიდა