მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში უბედურ შემთხვევას მომღერალი ზურაბ ბაკურაძე ემსხვერპლა

ქართული ხმების სოლისტი

რაჭაში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე.

ზურაბ ბაკურაძე ფეხით გადაადგილდებოდა, როცა გზა მოწყდა და მომღერალი ხევში გადავარდა.

ინფორმაციას ონის მერიაში ადასტურებენ.

„გზა ჩაუწყდა. ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა. ახლა უნდა გადაასვენონ ონის საავადმყოფოში“,- აღნიშნა მაია გობეჯიშვილმა.