მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რადიკალებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს (ვიდეო)

აქცია რუსთაველზე

რადიკალურმა დაჯგუფებებმა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.

რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს და საქართველოს დროშა აღმართეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა.

რადიკალური დაჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონი არაერთხელ გაარღვიეს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.