მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე „მდუმარე აქცია“ დაიწყო

საპროტესტო აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას „თბილისი პრაიდიც“ შეუერთდა. როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება.

„გუშინ რაც ვიხილეთ ეს იყო შედეგი იმის, რაც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მიზანმიმართულად ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიცოდით, რომ საპატრიარქო აორგანიზებდა რაიონებიდან, კურთხევას აძლევდნენ სასულიერო პირები ახალგაზრდა კაცებს იმისთვის, რომ წამოსულიყვნენ თბილისში.

აქ ვდგავარ იმისთვის, რომ ჩემს მეგობრებს, საზოგადოებას, მათ შორის ხელისუფლებას ვუთხრა, რომ გუშინ რაც ვნახეთ არ იყო საქართველო. რაც დღეს ხდება ეს არის საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვემუქრებიან. ჩვენ მაინც შევიკრიბეთ, „პრაიდის“ ორგანიზატორები აქ არიან.

კიდევ ერთხელ ვახსენებთ ხელისუფლებას თანასწორობის გარეშე ეს ქვეყანა ვერ წავა წინ, თანასწორობის გარეშე არ იქნება სიმშვიდე, თუ მათ უნდათ, რომ ჩვენ გავვითარდეთ ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები,“ - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის შენობის წინ, სადაც „მდუმარე აქცია“ მიმდინარეობს, საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა რკინის ჯებირები მიიტანეს.