მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

აქცია რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან როგორ საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ყველა იმ ადამიანის კანონის სიმკაცრით დასჯას ითხოვენ, რომლებიც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს.

ამასთან, მათი მოთხოვნაა რადიკალური დაჯგუფებების აქციის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა.

„დღეს მიცვალებულს რაც გაუკეთეს, როდესაც მოიპარეს საკუთარი სახლიდან, ცხედარი წაართვეს ოჯახს, არ გაბედონ ამ ბოროტი ხაზის გაგრძელება. ეს ადამიანი მოკლა იმ სისტემამ, იმ რეჟიმმა, რომელმაც აქ სანადიროდ გამოუშვა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე პრორუსული ჯგუფები“, - აღნიშნა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ აშშ-ის საელჩო გარდაცვლილ ოპერატორთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

✔️ „არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება“ - მამუკა ჭელიძე

✔️ ჯანდაცვის სამინისტო ალექსანდრე ლაშქარავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს