რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში მიემგზავრება. ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რუსულ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო თეატრის დასი ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
სპექტაკლები 30 ივნისს, 1-ელ და 2 ივლისს გაიმართება.