მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავში დანით შეიარაღებული კაცი მეზობლებს მოკვლით ემუქრებოდა

რუსთავში კაცი მეზობლებს ემუქრებოდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, დანით შეიარაღებული კაცი მეზობლებს მოკვლით ემუქრებოდა. მუქარა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცის მხრიდან მსგავსი ქმედება და სიტყვიერი შეურაცხყოფა ადრეც ყოფილა და ის საზოგადოებისთვის საშიშია.

მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კაცის იდენტიფიცირება და პოვნა შეძლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მისი დატოვება ადგილების რ არსებობის გამო ვერ მოხერხდა.

მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას სააგენტო PIA.GE შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.