მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

მოპედის ქურდობა თბილისში

საგარეჯოში მამაკაცებს შორის შელაპარაკების შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები ქვედა კიდურებში აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილია, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ამ ეტაპზე კონფლიქტის ზუსტი მიზეზი უცნობია.

დაჭრილი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ალადაშვილის კლინიკის ექიმმა, კახა ბუკიამ ჟურნალისტებს უთხრა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.