მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა. მასში ოცდათერთმეტი ქვეყნის მსჯავრდადებულთა 43-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდადებულებს გამარჯვება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა მიულოცა. მანვე, N 5 ქალთა პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა და პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.

ამავე ცნობით, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სპორტული მოედანი, სალონი, სამკერვალო, ტრენაჟორების დარბაზია განთავსებული. პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა სახელოვნებო თუ პროფესიულ პროგრამებს დაეუფლონ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდადებულთა/ ბრალდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციაა. უწყების ხელშეწყობით ისინი სხვადასხვა შეჯიბრს თუ სპორტულ აქტივობაში პერმანენტულად მონაწილეობენ.