მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო 100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პარასკევს, 2020 წლის 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ-დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.

ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება.
პარასკევს, 17:00 საათზე, მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად“, - აღნიშნულია განცხადებაში.