მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს (ვიდეო)

ირაკლი აბსნაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე , „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ის რამდენიმე წუთის წინ მივიდა „ქართული ოცნების“ ოფისთან.

მას „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლა სურდა, თუმცა, ამის საშუალება არ მიეცა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 12 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან განახლდა.

აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შსს-მ განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.