მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, მთავარია მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

„უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, ბავშვების ინტერესში ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის პანსიონში შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, პანსიონში არიან სოციალური მუშაკები რომლებსაც ხვალაც ექნებათ შეხვედრები და ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან.

„მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალები მუშაობენ აქ, სოციალური მუშაკები არიან დღეს, რომლებიც დარჩებიან ამ პანსიონში და ხვალაც ექნებათ შეხვედრები და ზოგადად, ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან ერთად. ჩვენც შევხვდით ბავშვებს, ვესაუბრეთ მათ, მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, ბავშვების ინტერესში ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორიგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.