მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს“ - ჩემპიონის გასათავისუფლებლად პეტიცია შეიქმნა

ოლიმპიური ჩემპიონი

„თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს“ - ამ სათაურით manifest.ge-ზე პეტიცია შეიქმნა.

პეტიცია ოლიმპიური ჩემპიონის გათავისუფლებას ითხოვს.

„ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, რომელმაც ბევრჯერ ასახელა ჩვენი სამშობლო და ბევრჯერ გაგვახარა, ახლა მძიმე დღეები უდგას ბრალდებულია ძმის მკვლელის მკვლელობის საქმეში.

ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მოხდა მძიმე ტრაგედია. ზურას ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე, 17 წელი ელოდა ნანატრ შვილს, გთხოვთ მოაწეროთ ხელი და წარვუდგინოთ ხელმოწერები პროკურატურას და სასამართლოს რათა ზურაბ ზვიადაურს შეუმსუბუქდეს სასჯელი და გათავისუფლდეს, მას ის ტრაგედიაც ეყოფა რაც მის თვალწინ დატრიალდა“, - აღნიშნულია პეტიციის ტექსტში, რომლის ავტორი ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაა.

ინფორმაციისთვის, ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, რომელმაც ზვიად ზვიადაური და კიდევ ერთი პირი მოკლა.

ამ დროისთვის ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თავდებობის გამოყენებასთან დაკავშირებით.