მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი პრაიდის წინააღმდეგ კონტრაქცია იმართება

აქცია

იმ ადგილას, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, საწინააღმდეგოდ განწყობილი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა.

აღსანიშნავია, რომ პრაიდის ჩატარების ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იყო, თუმცა კონტრაქციის წევრები გურამ ფალავანდიშვილი, ალტ ინფოს და ლევან ვასაძის წარმომადგენლები მივიდნენ კონკრეტულ ადგილზე.

პროტესტის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე შესვლას და გზის გადაკეტვას ცდილობენ, სადაც ღონისძიების მონაწილეები არიან შეკრებილები, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით ვითარებას არ არის რთული და თავს ჯერჯერობით დაცულად გრძნობენ.

„ადგილზეა რამდენიმე ათეული ადამიანი რომელიც აპროტესტებს დახურულ ღონისძიებას, პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე და თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ. იმედი გვაქვს, რომ საღამოსაც გვექნება იგივე სათქმელი შსს-ს მუშაობაზე, ჯერჯერობით არაფერი საყვედური არ გვეთქმის პოლიციის საქმიანობაზე. იმედი მაქვს, რომ არანაირი ექსცესი არ მოხდება“, - განაცხადა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში დღეს დოკუმენტური ფილმის ჩვენებითა და ქვიარ მუსიკალური ფესტივალით დაწყება.

კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

იხილეთ აგრეთვე:

„პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“- კახა კალაძე

უნდა ჩატარდეს თუ არა თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული „ღირსების მარში“? - პოლიტიკოსების შეფასებები

სალომე ზურაბიშვილი: თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი