მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ პატრიარქის აღსაყდრების 50 წლის იუბილეს შევხვდებით მასთან ერთად, საქართველო მყარი განვითარების გზას დაადგება“ - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ საქართველო ილია მეორეს ინტრონიზაციიდან 50 წლის იუბილეს მასთან ერთად შეხვდება, ქვეყანა მყარი განვითარების გზას დაადგება.

მისი თქმით, თუ ეს მოხდება, საქართველოში ყველაფერი მოგვარდება.

„მოსემ როცა ებრაელები გამოიყვანა ეგვიპტის მონობიდან, მას მე-40 დღეს უკვე მიადგა საინას მთას და შეეძლო ისინი აღთქმულ ქვეყანაში მიეყვანა, მაგრამ ისე ცუდად იქცეოდნენ ეს ადამიანები, რომ 40 წელი ატარა.

იმედი გვქონდა, რომ ამდენი დრო არ დაგვჭირდებოდა, მაგრამ ხომ ხედავთ, 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გარდაქმნები დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ ხომ ხედავთ, დაგვჭირდა.

ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ პატრიარქის 50 წლის იუბილე (აღსაყდრებიდან) და თუ ჩვენ ამ დღეს შევხვდებით მასთან ერთად, მე დღეს გაძლევთ პირობას, რომ ეს პროცესები უკვე დამთავრებული იქნება და საქართველო მყარი განვითარების გზას დაადგება.

6 წელში ეს ყველაფერი მოგვარდება, თუ ჩვენ პატრიარქთან ერთად შევხვდებით მის იუბილეს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ინფორმაციისთვის, ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს აირჩიეს.