მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ბოჟაძე: ტყუილიც არის და ტყუილიც - არცერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე Pia.ge

„ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია - მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!“ - წერს „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, რადგან ბანერების შინაარსობრივი ნაწილი მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ცდება.

„ტყუილიც არის და ტყუილიც - არცერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება. ამიტომ ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია - მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!!! ამიტომ, აი ამ ტყუილებს ხალხი პასუხს გასცემს 30 ოქტომბერს!!!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.