მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე: არავის გამოუვა ეს საძაგლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად გაასაღოს ან რაიმეთი გაამართლოს 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის ფეისბუკპოსტს ეხმაურება, რომლის თანახმად ნინო გიორგობიანი წერს, რომ კახეთში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი იმყოფებოდა.

აღნიშნულ ფაქტს ექსპერტი ფსიქოლოგიურ ძალადობას უწოდებს:

„ის რასაც ტვ-პირველი აკეთებს პრემიერ მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, არის ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობა, და არავის გამოუვა ეს საძაგლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად გაასაღოს ან რაიმეთი გაამართლოს!“ - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.