მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე ბანერებზე: საიდან მოიტანს მელია ამ ფულს? საკუთარი ჯიბიდან გასაგებია არ ამოიღებს, თბილისის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდება

ზაალ ანჯაფარიძე ნიკა მელიაზე

„თბილისის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდება, ფულს იშოვიან, საიდან? სწორია - ბიზნესების დარეკეტებით, საპროცესო გარიგებებითა და მოქალაქეების ტერორით“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერებს.

ანჯაფარიძის ვარაუდით, მელიამ კარგად იცის, რომ არჩევნებს წააგებს.

„ნიკანორ მელია რომ თბილისის მერის არჩევნებს წააგებს, ეს ყველაზე კარგად თავად ნიკანორ მელიამ იცის. ამაზე მეტყველებს თუნდაც მისი საარჩევნო ბანერები, აბსოლუტურად ყალბი დაპირებებით თბილისელი პენსიონერებისთვის პენსიის 100 ლარით მომატებაზე და სხვა. ეს დამარცხებისთვის განწირულის ბანერებია! საიდან მოიტანს მელია ამ ფულს? საკუთარი ჯიბიდან გასაგებია არ ამოიღებს. თბილისის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდება. შესაბამისად ფულს იშოვიან საიდან? სწორია - ბიზნესების დარეკეტებით, საპროცესო გარიგებებითა და მოქალაქეების ტერორით... არ იცვლება „ნაცმოძრაობა“ და ვერასოდეს შეიცვლება რამდენი შემადგენლობაც არ უნდა გამოიცვალოს“, - წერს ანჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მერიას წინასაარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომლის მიხედვით მელია პენსიონერებს პენსიის 100 ლარით მომატებას ჰპირდება.