მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ქადაგიძე: გვარამიაში არის დემონი, მიშაში უფრო ანგელოზია

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე Pia.ge

„გვარამიაში არის დემონი, მიშაში უფრო ანგელოზია“, - ასე ეხმაურება ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილის დისტანცირებას, გვარამიას მიერ მეუფეების კრიტიკაზე.

„ბოროტმა ტაკიმასხარამ ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ სანამ კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვევი, ბარემ გვარამიას შევტენი მეუფეების კრიტიკასო... არაფერი შეცვლილა. მთელი მისი მოღვაწეობა ხომ მისაკუთრება, წაგებულის მოგებულად, ძალადობის ჰუმანურობად, ტერორის რეფორმად გასაღება იყო... ახლაც „მართლმორწმუნე“ მიშა მეგობრებს აკრიტიკებს. არა და ყველა ბოროტების სათავე თვითონაა...“ - წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე.

ინფორმაციისთვის, 17 ოქტომბერს, სამებაში, მეუფე შიომ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

მოგვიანებით კი, ამ ქადაგების კომენტირებისას მთავარი არხის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გპირდებით, უმალ თქვენი მორალური სიკვდილი დადგება, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით“.

18 ოქტომბერს მეუფე შიოს მიმართ კრიტიკას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი გამოეხმაურა:

„ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ“ - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.