მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საძიებო სიტყვა: გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე
სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ჩვენც დავისვენებთ და მიშაც - გიორგი ფხაკაძე

„იმ დიაგნოზების საფუძველზე, რომელიც სააკაშვილს აქვს, ის უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ და სასჯელი უნდა გადაუვადდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE -სთან საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მძიმე პაციენტია. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების გამო სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ. ამასთან, ფხაკაძე ამბობს, რომ ავადმყოფმა ადამიანმა უნდა იმკურნალოს და ის არ უნდა მოკვდეს, პაციენტს ამის უფლება აქვს. „იმის მაგივრად, რომ ყურადღება გადატანილიყო კოვიდზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც კოვიდის გამო გარდაიცვალნენ, ყურადღება იყო მიხეილ სააკაშვილზე გადატანილი და ისმოდა სულ მიშა, მიშა. თუმცა, ის რაც დღეს დავინახეთ სასამართლოზე, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ძალიან ემოციური იყო. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც არის მისაღები ყველასათვის. ავადმყოფმა ადამიანმა უნდა იმკურნალოს და უნდა ჰქონდეს სწორი დიაგნოზი დასმული და ამის შემდეგ უნდა გააგრძელოს სასამართლომ თავისი საქმე. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, პაციენტი სააკაშვილი არის მძიმე პაციენტი. არაერთი დიაგნოზი გაჟღერებულა მის შესახებ, თუმცა მის საქმეს არ გავცნობივარ.ჩემი მოსაზრება, როგორც ჯანდაცვის ექსპერტის არის ძალიან მარტივი. საქართველოში ჩვენ გვაქვს 3 დიდი გამოწვევა ჯანდაცვაში.პირველი, შიდა ჰოსპიტალური ინფექციები. შიდა ჰოსპიტალური ინფექციები ნიშნავს იმას, რომ პაციენტი, რაც უფრო დიდი ხანი არის საავადმყოფოში მით უფრო დიდი შანსია, რომ დაემართოს რაიმე ინფექციური დაავადება, რომელიც ძალიან რთული სამკურნალო არის. ამიტომაც არის, რომ საავადმყოფოში პაციენტი უნდა იყოს,  რაც შეიძლება ნაკლები დრო.  პაციენტი მალე უნდა იქნეს გაწერილი საავადმყოფოდან. მეორე, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის არ არსებობა ქვეყანაში. პრაქტიკულად, ჩვენი ექიმები საქართველოში არ გადიან უწყვეტ სამედიცინო განათლებას იმ დონეზე, როგორიც უნდა იყოს. მესამე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის უმოქმედო. ბევრი მძიმე პაციენტი, რომელიც არის  ქვეყანაში სამკურნალოდ მიდის თურქეთში ან ევროპაში. საქართველოში კონკრეტულ დიაგნოზს ვერ სვამენ. ადამიანს საავადმყოფოში შეიძლება, დაემართოს სხვა დაავადებაც. ამის მაგალითია მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც კოვიდი საავადმყოფოში აიკიდა. ბატონი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაგზავნილი თავის ქვეყანაში, უკრაინაში და იქ უმკურნალებენ. იმ დიაგნოზების საფუძველზე, რომელიც მას აქვს, სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ და სასჯელი უნდა იყოს გადავადებული. ის უნდა გაუშვან სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ჩვენც დავისვენებთ და სააკაშვილიც. ადამიანი არ უნდა მოკვდეს. ვინაიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის ძალიან გამართული, ეფექტური, არ ხდება ინფექციის კარგად კონტროლი, ვფიქრობ, ბატონი მიხეილი ისევე, როგორც სხვა ათასობით ქართველი მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ასევე, მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ, ბოლომდე ვერც და გაარკვიეს რა სჭირს. სჯობს მიხეილი გავუშვათ საზღვარგარეთ.გავიგეთ რომ ვერ იტანენ მიშას. თუ რაიმე შეურაცხყოფის მიყენება და დამცირება შეიძლებოდა, ყველაფერი გაუკეთეს. როგორც პოლიტიკოსი მთლიანად გაანადგურეს. მინდა, რომ ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები და იყვნენ უსაფრთხოდ. როცა პაციენტი არის საავადმყოფოში, თითოეული მისი დამატებითი ერთი დღე საავადმყოფოში ყოფნის, ეს ნიშნავს იმას, რომ მას დაემართება შიდა ჰოსპიტალური ინფექცია და ეს საშიშია. როდესაც იძახიან, მოიწამლა მიხეილ სააკაშვილიო, ეს შესაძლოა, აიკიდა შიდა ჰოსპიტალური ინფექციით. ეს მიუღებელია, გაუშვით რა!“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.  შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში კლინიკა „ვივამედიდან“ ჩაერთო. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მოსამართლესა და დარბაზში შეკრებილებს აჩვენა როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ამჟამად. სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი არევაძემ განიხილა. აგრეთვე დაგაინტერესებთ:  👉 „თუ ვერ ვიცოცხლებ და მოვკვდები უკრაინის გამარჯვებამდე, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში“ - სააკაშვილი 👉 კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე სხედან, ხელები მოემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო - ლევან ხაბეიშვილი 👉 საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ - სააკაშვილი 👉 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha - ფეიგინი 👉 ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, სააკაშვილის და ნავალნის გათავისუფლების შანსი ნულის ტოლია, პუტინი განრისხებულია სააკაშვილზე - ვალერი სოლოვეი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1673461355
COVID-19
„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე

„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. 👉 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?მისი თქმით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი მაღალი გადამდებლობით და გავრცელებით ხასიათდება. „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი „კრაკენი“ თითქმის იგივეა, რაც „ომიკრონი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე მეტად გადამდები კოვიდ ვარიანტი. „ომიკრონის“ XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“, არის საფრთხის შემცველი. აშშ ეს ვარიანტი პრაქტიკულად დომინანტი გახდება ამ თვის ბოლოს. ახალი ვარიანტი XBB1.5 საქართველოშიცაა. „კრაკენი“ დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება და მრავლდება. ეს ახალი ვარიანტი სახუმარო არ არის, ფრთხილად იყავით.ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს.საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის. მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტური კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი ვარიანტი გავრცელდა, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. რეანიმაციაში ადგილები არ აქვთ, ხალხი დერეფნებში წევს. კოვიდსიკვდილიანობა 10 000 ადამიანს აღწევს დღეში.მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია „მოდერნის“ და „ფაიზერის“ ბივალენტური ვაქცინები. ეს ვაქცინები საქართველოში არ არის და არც იქნება, ევროპაში კი ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.  აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე 👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე 👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე 👉„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი 👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები

ჯანდაცვის ექსპერტი
1664724130
COVID-19
„ყოველი მე-5 ინფიცირებული ამერიკაში უკვე BF.7-ის მსხვერპლია, ნოემბრის პიკს რომ გადავივლით, BF.7 მოგვისწრებს“ - გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ შტამზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა. როგორც ფხაკაძე წერს, BF.7 კარგად ნაცნობი ომიკრონის BA.5-ის „შვილია“.„კოვიდის ომიკრონის BA.5 „შვილმა“ ამოყო თავი. ბოლო 2 კვირაა, ყოველი მე-5 ინფიცირებული ამერიკაში უკვე BF.7-ის (BA.5.2.1.7 ეს მისი გრძელი სახელია) მსხვერპლია…ნოემბრის პიკს რომ გადავივლით, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტიც მოგვისწრებს BF.7, თან სეზონური გრიპის თანხლებით.რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ:❗ საკმაოდ სწრაფად ვრცელდება❗ სავარაუდოდ, ზოგიერთი კოვიდ წამალი ვეღარ იმუშავებს ამ ვარიანტით დაინფიცირებულ პაციენტებზე.❗ ჯერჯერობით არსებული ახალი (ომიკრონის) ვაქცინის ეფექტურობა კარგია, მაგრამ საქართველოში ეს ვაქცინა მაინც არ არის და არც იქნება, სავარაუდოდ.რა უნდა ქნათ:❗ აიცერით გრიპის ვაქცინით❗ აიცერით ახალი კოვიდის ომიკრონის ვაქცინით❗ გამოიყენეთ „ფხაკაძის“ პირბადე“, - წერს ფხაკაძე.

ჯანდაცვის ექსპერტი
1663066216
COVID-19
„მიზეზი არის კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანება“ - გიორგი ფხაკაძე დაქვეითებულ ყნოსვაზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კვლევის თანახმად, მსოფლიოში 27 მილიონ ადამიანს აქვს დაქვეითებული ყნოსვა, რაც, სავარაუდოდ, კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანებითაა გამოწვეული.„ბოლო კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ პაციენტზე დაკვირვების შედეგად 64%-ს აღენიშნებოდა დაქვეითებული ყნოსვა, რაც, ავტორების თქმით, შეიძლება იყოს მუდმივი. ასევე, კოვიდის შედეგად, მსოფლიოში, სავარაუდოდ, 27 მილიონ ადამიანს აღენიშნება მუდმივად დაქვეითებული ყნოსვა. სავარაუდო, მიზეზი არის კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანება“, - წერს ფხაკაძე. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 „ვინმემ იცით, ამ მოსიარულე კრეტინს რა უნდა? თავს ვიკავებდით აქამდე ამ ვირეშმაკას შესახებ ღიად საუბარზე“ - რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძეზე 👉 „რაც კი ქონება მაქვს ბანკითაა შეძენილი“ - სოსო გოგაშვილის ცოლი 👉 „დასავლეთის ჰიბრიდულმა ომმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო“ - სერგეი ლავროვი 👉 „ვაშინგტონი აგრძელებს ნაცისტური კიევის მილიტარიზაციას, ის ცდება, თუ ფიქრობს, რომ მისი ქმედებები უკრაინაში დაუსჯელი დარჩება“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი 👉 აშშ-ის დაზვერვა ხარკოვის დაკარგვის შემდეგ რუსეთის უკან დახევას პროგნოზირებს - Washington Post

ჯანდაცვის ექსპერტი
1662106591
COVID-19
„თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს, 4-ჯერ უფრო დაცული ხართ რეინფიცირებისგან“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ თუ 2022 წელს კოვიდინფექცია გადაიტანეთ და ხართ აცრილი, ამ შემთხვევაში ინფექციის რეინფიცირებისგან 4-ჯერ უფრო დაცული ხართ. „ახალმა კვლევამ პორტუგალიიდან დაადასტურა, რომ თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს ( სავარაუდოდ, ომიკრონი) 4-ჯერ უფრო დაცული ხართ კოვიდის რეინფიცირებისგან, ვიდრე აუცრელი ადამიანები, ვინც გადაიტანა კოვიდი, აგერ, ბატონო, ფაქტია, რომ კოვიდ ვაქცინა დაინფიცირების შემთხვევაშიც გიცავს, გამგები გაიგებს… უაზრო კომენტარები “მუშკეტერებს” გაუგზავნეთ“, - წერს ფხაკაძე.   აგრეთვე დაგაინტერესებთ:  🔴 ინდოეთში პომიდვრის გრიპი გავრცელდა 🔴 „მაიმუნის ყვავილი“ და ბავშვები - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? 🔴 7 მარტივი ხერხი, რომელიც „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ 🔴 მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად - გიორგი ფხაკაძე 🔴 ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა შემოდგომაზე გაუარესების რისკები არსებობს - ალექსანდრე გოგინავა 🔴 ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პირბადის ტარების მოთხოვნა დააბრუნონ - ჰანს კლუგე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1661179108
COVID-19
თავს არიდებს ანტისხეულებს, ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამზე BA.4.6 შტამზე წერს და ამბობს, რომ ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია.„ჩვენ კი „დავამთავრეთ“ კოვიდი, მაგრამ კოვიდი ჯერ არ აპირებს დამთავრებას და ეს არის ფაქტი!მარტო ამერიკაში კოვიდი დღიურად 400 ადამიანს კლავს და ის მე-4 ადგილზეა სიკვდილიანობის მიზეზების ჩამონათვალში - გულის დაავადებების, კიბოების და ინსულტების შემდეგ… BA.4.6 არის უკვე მე-7 „ომიკრონის“ მუტაცია, რომელიც წამოვიდა აფრიკიდან. აფრიკა არის ყველაზე არავაქცინირებული კონტინენტი დედამიწაზე….სამწუხაროდ, ეს ვარიანტი „თავს არიდებს” ანტისხეულებს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გადაიტანეთ კოვიდი და ანტისხეულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გაქვთ თქვენ, მაგრამ მაინც დაცული არ ხართ. ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად BA.5 ვარიანტზე 10% უფრო მალე ვრცელდება BA.4.6 ვარიანტი. სამედიცინო პირბადე მოიმარაგეთ!“, - წერს გიორგი ფხაკაძე. რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს პერიოდში კოვიდ 19-ის 12 338 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი, ხოლო ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა. 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 16.58%, ბოლო 14 დღის - 16.70%. ამავე თემაზე:  🔴 მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად - გიორგი ფხაკაძე 🔴 ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა შემოდგომაზე გაუარესების რისკები არსებობს - ალექსანდრე გოგინავა 🔴 ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პირბადის ტარების მოთხოვნა დააბრუნონ - ჰანს კლუგე 🔴  „ინიშნება 12 წლის ასაკიდან, 40 კილოზე მეტი წონის მოზარდებშიც“ - ბიძინა კულუმბეგოვი Covid 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატზე 🔴  „ზღვის სეზონია, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას, რისკები იმისა, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის“ - ალექსანდრე გოგინავა

გიორგი ფხაკაძე
1660809214
COVID-19
მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეპიდვითარების გაუარესების და მსოფლიოში კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღის დაწყების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ კოვიდის ძლიერი ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ. „მე გაფრთხილებდით…. პირველებმა იცოდით და იცით, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში და საქართველოში მსოფლიოში ახალი კოვიდაფეთქება წამოვიდა ზუსტად იმის გამო, რომ პოლიტიკოსები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ (საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია). კაცობრიობას აქვს ყველა სათანადო იარაღი, რომ ვაკონტროლოთ ეს ვერაგი ვირუსი, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ.საქართველოს შეუძლია, თავიდან აიცილოს ეს უბედურება, მაგრამ ჯიუტად „ყველასი ერთად“ - პოლიტიკოსების, ბიზნესმენების და დიასახლისების დაკვეთით სახელმწიფო გვეუბნება: „კოვიდ სიტუაცია შემთხვევების კლებისკენ მიდის”, „კოვიდი აღარ არის”, “„ახლა სეზონური გრიპი თუ ვირუსია (შუა ზაფხულში, თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ) და „უცნაური ფილტვების ანთებაა” გავრცელებული …დიახ, მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად!და ბოლოს, ვინც ამბობს: „დავიღალეთ”, „ნევროზი დაგვმართე”, „ფსიქოლოგიურ ზეწოლას ნუ აკეთებ” და ასე შემდეგ, ამ ადამიანებს ვურჩევ, კოვიდით გარდაცვლილთა ოჯახებში პანაშვიდს დაესწარით, არაფერი არ თქვათ, უბრალოდ, დადექით 10 წუთი… საერთოდ, როცა საუბრობთ ან ფიქრობთ ეგეთ რაღაცაზე, გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლეზე!“ - წერს გიორგი ფხაკაძე. ამავე თემაზე:  📌 12 338 ინფიცირება, 12 766 გამოჯანმრთელება, 6 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში 📌 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა 📌  2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა 📌 „კოვიდი არ დამთავრებულა, პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“ - გიორგი ფხაკაძე 📌ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება 📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1660637928
COVID-19
„ბათუმი არის საქართველოს „კოვიდდედაქალაქი“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი ტალღის შესახებ წერს და ამბობს, რომ ბათუმი არის საქართველოს „კოვიდდედაქალაქი“.„კოვიდი არსად წასულა! მთელ მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი ტალღა! საქართველოში, სავარაუდოდ, დღეში ვკარგავთ 20 მოქალაქეს! მსოფლიოს ზოგი ქვეყანა უკვე ემზადება ამ ახალი ტალღისთვის. ზოგმა შემოიღო სამედიცინო პირბადეების სავალდებულო ტარება, ზოგი აპირებს ახალი ვაქცინების (რომლებმაც ჯერ ბოლომდე არ გაიარეს კლინიკური კვლევები, მაგრამ კარგი პირველადი შედეგი აჩვენეს) ეგრეთ წოდებული „გაძლიერებული ბუსტერ ვაქცინების“ შემოღებას სექტემბერ-ოქტომბრიდან.საქართველო ამ დროს:👉 კოვიდი არ არის, არის სეზონური გრიპი/ვირუსი და ტოტალურად ყველას უდგინდება ფილტვების ანთებაპირბადეების გაყიდვა და, შესაბამისად, გამოყენება საქართველოში თითქმის 0-მდე არის დასული👉 კოვიდვაქცინაცია ჩავარდნილია👉 კოვიდტესტირება პრაქტიკულად არ ტარდება👉 და ბოლოს, საკურორტო ადგილებში არის ჰიპერ (წარმოუდგენლად მაღალი) გავრცელება ვირუსის და ბათუმი არის საქართველოს „კოვიდდედაქალაქი“ ამჟამად!👉 აიცერით დროზე, გამოიყენეთ კარგი პირბადეები (იყიდეთ სანამ იყიდება), და პატივი ეცით სხვებს! გაციებული ხარ, ცუდად ხარ, 7 დღე დარჩი თვითიზოლაციაში!👉 გააღე ფანჯრები (არ გამოიყენო კონდიციონერი) ყველგან (ოფისებში, ტრანსპორტში და სახლში)👉 გაუფრთხილდით ფეხმძიმეებს და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს. გაუფრთხილდით ქრონიკულ პაციენტებს“, - წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე. ამავე თემაზე:  📌 12 338 ინფიცირება, 12 766 გამოჯანმრთელება, 6 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში 📌 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა 📌  2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა 📌 „კოვიდი არ დამთავრებულა, პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“ - გიორგი ფხაკაძე 📌ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება 📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1659602710
COVID-19
„კოვიდი არსად არ წასულა და ამ წლის ნოემბრისთვის სრული მობილიზებაა საჭირო“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობაზე წერს. მისი თქმით, ბუსტერ დოზების გაკეთება აუცილებელია, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ადამიანთა ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა მცირდება. „ბევრი მეკითხება რატომ უნდა გავიკეთო კოვიდის ვაქცინის ბუსტერი. სამწუხაროდ, 4-5 თვეში ვაქცინის გაკეთებიდან ანტისხეულების რაოდენობა თქვენს ორგანიზმში მცირდება. იმიტომ უნდა გაიკეთოთ კოვიდის ვაქცინის ბუსტერ, რომ იყოთ უფრო დაცული.ამ გრაფაში არის მკაფიოდ აღწერილი თუ როგორ მუშაობს კოვიდ ვაქცინა თქვენს ორგანიზმში და ანტისხეულების რაოდენობა. ვაქცინის გაკეთების შემდეგ თქვენი ანტისხეულების მაჩვენებელი იზრდება და პიკს აღწევს 2-4 კვირაში და 5-6 თვეში ჩამოდის ქვევით (დაახლოებით 70%) იმიტომ არის აუცილებლად ბუსტერი ვაქცინა, რომ ანტისხეულების მაჩვენებელი იყოს მაღალი.კოვიდი არსად არ წასულა და ამ წლის ნოემბრისთვის სრული მობილიზება არის საჭირო“, - წერს გიორგი ფხაკაძე.  ამავე თემაზე:  ✔️ თენგიზ ცერცვაძე ოჯახის ექიმებს და კოვიდკლინიკებს ურჩევს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“ პირველივე დღეებში გამოიყენონ ✔️ ველური ბუნებიდან თუ ჩინეთის უხანის ბაზრიდან? - რას ცხადყოფს ახალი კვლევები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ? - Associated press

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე
„ვირუსი განსაკუთრებით საშიშია პათოგენების ნუსხაში საქართველოში, დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს“ - გიორგი ფხაკაძე ჯანმოს მიერ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებაზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი განსაკუთრებით საშიშია პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.ფხაკაძე სიმპტომებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავიდან გაციებას ჰგავს, შემდეგ კი იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი.„ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში:ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) დადასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს მაგრამ არსებული ვაქცინა და ის არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად უკვე დადასტურდა არა ერთ ათეულ ქვეყანაში. ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.ეს ვირუსი პირველად1958 წელს მაიმუნებში აღმოაჩინეს, ხოლო 1968 წელს - ადამიანებში. ის ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით და სხეულის სითხეების მეშვეობით“, - წერს ფხაკაძე. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ „მაიმუნის ყვავილი“ წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საბაბის მქონე საგანგებო მდგომარეობას. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 „გადავწყვიტე, რომ „მაიმუნის ყვავილი“ წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საბაბის მქონე საგანგებო მდგომარეობას“ - ტედროს გებრეისუსი 👉 ჯანმომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 👉 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები 👉 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს 👉 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1658239304
COVID-19
„ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაინფიცირდება. გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას, რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „არასასურველი სცენარით განვითარდა ყველაფერი. სამწუხაროდ, მორიგი ტალღა კოვიდაფეთქების დაიწყო. 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა დაიწყება აგვისტოს დასაწყისში. აუცილებელია ბუსტერის გაკეთება. 60 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა აიცრან „ფაიზერით“.კორონავირუსის ახალი ვარიანტები ყველას დაგვემართება, ყველა დაინფიცირდება, არავის არ ასცდება. 80% გადაიტანს უსიმპტომოდ. ინფიცირებული 10 კაციდან 8 ახალ ვარიანტს გართულების გარეშე გადაიტანს. ნუ აჰყვებით პანიკას, არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკების უაზრო ყლაპვა და თვითმკურნალობა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აგვისტოს ბოლომდე BA.5-ს გადაიტანს. ინდოეთში წარმოშობილი ახალი ვარიანტი უფრო ვერაგი და BA.5-ზე უფრო ძლიერი, ის ელვისებურად ვრცელდება. სექტემბერი ოქტომბრისთვის უნდა მოვემზადოთ, ნოემბერს კი შეიარაღებული უნდა დავხვდეთ - ვაქცინაციით“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე. ამავე თემაზე: 📌 კოვიდ 19-ით დაინფიცირებულების 5,5%-ს სიცოცხლისთვის შემცვლელი ქრონიკული დაავადება განუვითარდა - ზაზა წერეთელი 📌 „კოვიდი არ დამთავრებულა, პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“ - გიორგი ფხაკაძე 📌 ახალი კორონავირუსული ინფექცია ყოველ კვირას დაახლოებით 3 000 ადამიანს კლავს - ზაზა წერეთელი 📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე 📌 „BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

„არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“
1658148453
COVID-19
„ახალი ვარიანტები წამოვიდა ინდოეთიდან - BA2.57, რომელიც ნოემბერში საქართველოშიც იქნება“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ინდოეთიდან კორონავირუსის ახალი ვარიანტები წამოვიდა - BA 2.57 შტამი, რომელიც ნოემბრისთვის საქართველოშიც იქნება. მისი თქმით, „საქართველოში კოვიდინფიცირების რა ოფიციალური მონაცემებიც ცხადდება, იმ ციფრს ბოლოში ნული მიუწერეთ და რეალურ სურათს მიიღებთ. საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება დაიწყო, ამას არავინ გეტყვით, ფხაკაძემ თუ არ გითხრათ“.საქართველოში ომიკრონ BA 5-ის აფეთქებაა1. რამდენიმე დღეა, ჩამოვედი და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, რა ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით. მქონდა ბევრ ადამიანთან შეხვედრა. ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს და რისი გაკეთება არ შეიძლება.2. საქართველოში მოჩვენებითი რეალობაა, თითქოს პანდემიის დამთავრდა, თავის მოტყუება გვიყვარს. საქართველოში კოვიდს სეზონური გრიპი დაარქვეს. ამ პაპანაქება სიცხეში რა დროს სეზონური გრიპია, ხალხო?!3. ჯერ კიდევ აპრილში ვთქვი, რომ საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისში იქნებოდა. მართლაც, ახლა საქართველოში ომიკრონ BA5-ის აფეთქებაა. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ქვეყანაში ინფიცირების არასახარბიელო ციფრები გვექნება.4. მთელ მსოფლიოში კოვიდის მორიგი ტალღაა, საქართველო მსოფლიოს ნაწილია, გახსოვდეთ. საქართველოში კოვიდინფიცირების რა ოფიციალური მონაცემებიც ცხადდება, იმ ციფრს ბოლოში ნული მიუწერეთ და რეალურ სურათს მიიღებთ. საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება დაიწყო, ამას არავინ გეტყვით, ფხაკაძემ თუ არ გითხრათ.5. მე არ ვარ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და არ ვარ პასუხისმგებელი, რას ამბობს მთავრობა. მე რასაც გეუბნებით, ფაქტებითაა გამყარებული და ეს არაერთგზის დამტკიცდა.6. ალბათ შეამჩნევდით, რომ თქვენს გარშემო ადამიანები სიმპტომურად არიან ავად. აქვთ სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ეს არ არის სეზონური გრიპი, ეს არის ომიკრონ BA 5 და ახლა საქართველოში ამ ვარიანტის აფეთქებაა.7. ომიკრონ BA 5 ვარიანტი ყველაზე სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება და, სამწუხაროდ, ის ყველას შეხვდება, ვისაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში კოვიდი არ გადაუტანია.8. მე საქართველოდან მივდივარ 1 კვირაში, ჩემი წასვლიდან 2-3 დღეში მთავრობა გამოაცხადებს, ცუდად არის საქმეო. მე გაგაფრთხილეთ. ინფორმაცია იარაღია.9. ბევრი მეკითხება, ქვეყანა ჩაიკეტება თუ არა. ახლა ქვეყნის ჩაკეტვა ყველზე დიდი სისულელეა და ასე მხოლოდ ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა იქცევა. ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, გამოსავალი არის ეფექტური მართვა.10. BA 5 ყველას დაგვემართება, მაგრამ კონცერტი ამით არ მთავრდება. ახალი ვარიანტები უკვე წამოვიდა ინდოეთიდან - BA 2.57, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და უკვე 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. ეს ვარიანტი ივნისის დასაწყისში გამოჩნდა, დაახლოებით ჩემი დაბადების დღეზე. ახლა იტყვიან, ფხაკაძემ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოუშვაო. ეს ახალი ვარიანტი დაახლოებით ნოემბერში საქართველოშიც იქნება.11. რა უნდა გავაკეთოთ: მოვუწოდებ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, გააძლიერონ შიდა საკარანტინო ღონისძიებები; მოსახლეობას - ატარეთ პირბადე და აიცერით პროტოკოლის მიხედვით მაღალეფექტური ვაქცინებით („პფაიზერი“, „მოდერნა“), განსაკუთრებით, ვინც არის 50 წლის ზევით და ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება. საქართველოში 50 წლის ზემოთ ფაქტობრივად ყველას აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, რადგან არ მოწმდება საკვები, გარემო, ჰაერი. 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს გირჩევთ, ნაკლები მოგზაურობა და შეამცირეთ კონტაქტები.ჯანდაცვის სისტემას რადიკალური რეფორმები სჭირდება - ეშმაკსაც დავუჯდები მოლაპარაკებაზე, თუ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაკეთებაში დამეხმარება, იმიტომ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც კი სამყაროს გადარჩენას უდრის.1. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არის ძველი, საბჭოური, ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დასაშლელი და თანამედროვე სტანდარტებით თავიდანაა ასაწყობი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება რადიკალური რეფორმები.2. ხალხო, რუსთაველზე რომ გამოდიხართ და ვითომ რევოლუციებს აკეთებთ და ვერ აკეთებთ, პირდაპირ გეუბნებით - რუსთაველზე, მიტინგებზე კი არ უნდა მოაწყოთ „ლოზუნგების რევოლუცია“, ჯანდაცვის სისტემაშია რევოლუცია გასაკეთებელი.3. ქვეყანაში ადამიანთა გარდაცვალება ხშირად გამოწვეულია ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობით, არასწორი მართვით, კორუფციული გარიგებებით, არაპროფესიონალიზმით და არაკომპეტენტურობით. ამ მიზეზების გამო კოვიდპანდემიისას ათასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ.4. რეალურ პრობლემებზე და კოვიდზე უკვე აღარც ვსაუბრობთ, ქვეყანაში მთავარი საკითხი პოლიტიკაა. ხალხო, ევროპაზე საუბარი რას გვიშველის, ქვეყანაში ადამიანები თუ არ დაგვრჩა. იდეებზე კამათი კი არა, დღეს ხალხი გვეღუპება - უცოდინარობით, არასწორი მართვით და ა.შ. საქმეების სწორად კეთება გვჭირდება და ეს არის სწორედ ევროპა!5. მე ერთი ადამიანი ვარ და მხოლოდ ლაივებით სიტუაციას ვერ შევცვლი, თუ მთელი საზოგადოება არ დაფიქრდება, რა უნდა გავაკეთოთ.6. რაც შეეხება ჯანდაცვაში მიმდინარე პროცესებს, ბევრ რამეს პოლიტიკური სუნი ასდის. პოლიტიკურ პროცესში არ ვერევი. პოლიტიკურ პარტიებს ყველას კარგად ვიცნობ, მაგრამ არავისთან არ ვარ. მე ჩემს თავს მიტინგებზე და ფლაერების დასარიგებლად კარდაკარ სიარულში ვერ ვხედავ. ნათქვამია, „არასოდეს თქვა არასოდეს“, მაგრამ ახლა მართლა ასეა.7. ჯანდაცვის სფეროში გვჭირდება რეფორმა, ოღონდ რეალური და არა მოჩვენებითი. გვინდა რეფორმა ექთნებისთვის, ექიმებისთვის, საავადმყოფოებისთვის, და, რაც ყველაზე მთავარია, პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, დღეს ამას საქართველოში მე ვერ ვხედავ. ყველა ცდილობს, რეფორმის სახელით ფული გააკეთოს და პოლიტიკური დივიდენდები მოიხვეჭოს, მაგრამ არავინ ფიქრობს ექთნების, ექიმების ხელფასზე, პაციენტზე ორიენტირებულ ხარისხიან ჯანდაცვაზე, არავინ ფიქრობს, რომ საავადმყოფო, როგორც ინსტიტუცია, განვითარდეს და ჯანდაცვის სფეროში პროგრესს ხელი შეეწყოს.8. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დეგრადაციის გზაზეა და არა ევოლუცია - განვითარების. ვიმეორებ, ჯანდაცვაში რადიკალური რეფორმები გვჭირდება და არა ზოგადი საუბრები. ვინ გააკეთებს ამას - არ ვიცი. გაფრთხილებთ, ჩაგივარდებათ ის ვითომ წამოწყებული რეფორმები. თუ მართლა რამის გაკეთებას აპირებთ, მკითხეთ, დაგეხმარებით.9. სისულელეებს ნუ აკეთებთ, ისედაც სისულელეებშია ეს ქვეყანა, ჯანდაცვა ნადგურდება. ბევრ კლინიკას უკვე მედპერსონალი აღარ ჰყავს, ექთნები ქვეყნიდან გადიან - ეს არის განგაშის საფუძველი!10. საავადმყოფო ექთნის გარეშე მხოლოდ შენობა-ნაგებობაა და არა სამედიცინო დაწესებულება. ქვეყანაში უკვე ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება. სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა რადიკალური, სისტემური, სტრატეგიული რეფორმები და ის უნდა განახორციელონ კეთილსინდისიერმა პროფესიონალებმა.11. პირდაპირ მოგმართავთ პოლიტიკურ ძალებს, ყველას დაგეხმარებით, ოღონდ ჯანდაცვის სისტემა გავმართოთ. - ეშმაკსაც დავუჯდები მოლაპარაკებაზე, თუ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაკეთებაში დამეხმარება, იმიტომ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც კი სამყაროს გადარჩენას უდრის!სიცოცხლე არ არის ფუფუნება, სიცოცხლე უფლებაა.1. სიცოცხლე არ არის ფუფუნება, სიცოცხლე უფლებაა. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი დედამიწაზე არაფერია, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე უკეთესი არაფერი არსებობს.2. გიყვარდეთ საკუთარი თავი, გიყვარდეთ ადამიანი თქვენს გვერდზე. სიყვარული თქვენგან იწყება და ეს არის მსოფლიოს სიყვარული. თუ თქვენ საკუთარი თავი არ გიყვართ, სხვა ვერ გეყვარებათ. მოუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს თავში - მსოფლიოს.3. ბოლოს ერთი მესიჯი - არა ძალადობას! არა - ყველანაირ ძალადობას! საქართველო არ იმსახურებს, რომ იყოს ძალადობა და აგრესია ამ მშვენიერ ქვეყანაში. ფხაკაძე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია, იქნება ეს ფიზიკური, სიტყვიერი თუ მენტალური.4. ძალადობა ანგრევს, სიყვარული აშენებს. სიყვარული გაიმარჯვებს! გიყვარდეთ!5. იყავით პოზიტიურად განწყობილი, იფიქრეთ სიცოცხლეზე, ადამიანებზე, ადამიანობაზე. ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მომავალი;6. ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, რას აირჩევთ - აირჩიეთ სიყვარული და სიცოცხლე“, - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, უნდა ვისწავლოთ მასთან „თანაცხოვრება“ - თენგიზ ცერცვაძე 👉 „ფრთხილად უნდა ვიყოთ, 50 წელს გადაცილებულებისთვის კორონავირუსის მუტაციაც კი რისკს წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე 👉 „შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ, მოგვიწევს თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად“ - ბიძინა კულუმბეგოვი

••• იტვირთება