მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საძიებო სიტყვა: ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფო, სამედიცინო ცენტრი Pia.ge
„ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ“ - მარინა ეზუგბაია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბინძურებული წყლით თბილისში რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, რომელთა ნაწილიც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობების გადასამოწმებლად Pia.ge ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ Pia.ge-სთან საუბრისას. ცნობისთვის, მანამდე განცხადება გაავრცელა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, რომელმაც საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით განმარტა, რომ ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1630661090
COVID-19
„შემთხვევების შემცირებას ჯერჯერობით ვერ მოჰყვება ლეტალობის კლება“ - მარინა ეზუგბაია

„ჯერჯერობით შემსუბუქებას ვერ მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის შემცირება, სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ეს ასეა. პიკს მოჰყვება ლეტალობის მაღალი ციფრები. თუ შევინარჩუნებთ ინფიცირების ამ მაჩვენებელს ან მოხდება დინამიკური კლება, მაშინ შემცირდება სიკვდილიანობა. ეს შესაძლებელია 2-3 კვირის შემდეგ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობით არის გამოწვეული.„გარდაცვალების მაჩვენებელი არის დამოკიდებული შემთხვევების რაოდენობაში მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრით წილზე. როდესაც ხდება შემთხვევების მკვეთრი მატება, აქედან გამომდინარე ხდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების წილის ზრდა, რის გამოც იზრდება ლეტალობის მაჩვენებელი. ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად გავექცევით.როდესაც დაიწყო მეოთხე ტალღა და დაავადებულთა რიცხვის ზრდა, ამას მოჰყვება, რა თქმა უნდა, ლეტალობის ზრდა და პიკიც. ეს იმას ნიშნავს, რომ შემსუბუქებასთან ერთად შესაძლოა, დაიწყოს სიკვდილიანობის კლებაც“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.ექიმის განმარტებით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი საავადმყოფოებში პაციენტების არაეფექტურ მართვას არ უკავშირდება და ეს მხოლოდ მძიმე მეოთხე ტალღის შედეგია.Browser not compatible. აგრეთვე წაიკითხეთ:⭕ „გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვას ყველა რგოლში დიდი პრობლემაა“ - სოფო ჯაფარიძე⭕ „არცერთ ქვეყანაში არ დაღუპულა ყოველდღიურად იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი კოვიდით, ვიდრე ბუნებრივი სიკვდილიანობაა“ - იაგო ფრანგიშვილი⭕ ამირან გამყრელიძე საქართველოში მძიმე მეოთხე ტალღის 2 მიზეზს ასახელებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის შესახებ განცხადებას აკეთებს. 2020 წ.
1625046608
COVID-19
„არსებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების მარაგს ვანაწილებთ ასე, რომ ვისაც ათი კვირა უსრულდება, ვაქცინაცია უტარდებათ“- მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჯავშნების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც პირველი ვაქცინაციიდან ათი კვირა უსრულდება, აცრა ჩაუტარდება. ის აღნიშნავს, რომ ამისთვის ქსელში ვაქცინების მარაგი არსებობს.„იმისათვის, რომ უფრო გაიზარდოს გამტარუნარიანობა, საჭირო და აუცილებელია, გაიზარდოს სამუშაო საათები და გახდეს 12 საათამდე. ასევე, აუცილებელია გამოვიყენოთ კვირის შვიდივე დღე, თუ ასე მოვიქცევით 50 პროცენტით გაიზრდება გამტარუნარიანობა.ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით არ შეწყვეტილა, ამ ვაქცინას აქვს ხანგრძლივი პერიოდი პირველი დოზიდან მეორე დოზით ვაქცინაციამდე, ოთხი კვირიდან 12 კვირამდე, ანუ საკმაოდ დიდი დიაპაზონია. დღეს არსებულ მარაგს ვანაწილებთ ასე, ვისაც ათი კვირა უსრულდება, ასეთ პირებს ვაქცინაცია უტარდებათ.აქედან გამომდინარე, მეათე კვირაზე ვაქცინაცია კარგია, რადგან იმუნური პასუხი ამ დროს არის ძალიან კარგი. მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, მარაგი არსებობს და ათი კვირა ვისაც შეუსრულდება, ყველა აიცრება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3667-მა ადამიანმა გაიკეთა.30 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 261 652 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 100 072 ადამიანი.იხილეთ აგრეთვე:✅„ასტრაზენეკას“ პირველ და მეორე დოზით ვაქცინაციის 10 თვემდე ინტერვალი დამცველობით უნარს ზრდის✅„ასტრაზენეკას“ ვაქცინით ყველა პირველი დოზით აცრილს, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდება 10-12 კვირა, შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციისათვის ჯავშანი გააკეთონ✅ყველაზე ხშირად გამოხატული გვერდითი მოვლენები - როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1620286689
COVID-19
„არის მატების ტენდენცია, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებელი არ გვაქვს“ - მარინა ეზუგბაია

„მესამე ტალღა დაწყებულია და მზად ვართ მობილიზაციისთვის“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, იმისათვის რომ ვირუსის გავრცელება თავიდან ავიცილოთ, მოქალაქეები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ და გარკვეულწილად დაიცვან მოცემული რეკომენდაციები.„ინფიცირებულთა მატება ჯერჯერობით შეინიშნება, პიკი როდის იქნება ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სიფრთხილით მოეკიდებიან და გარკვეულწილად დაიცავენ რეკომენდაციებს, აუცილებელია, რომ ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ უკან.ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად არ იყო ისეთი აქტიური, მაგრამ ჩვენს ცენტრში დაბალი აქტივობა არ შეინიშნებოდა. ჩვენთან პირველი დღიდან კეთდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია და შემიძლია გითხრათ, რომ მარტო ამ ვაქცინით დაახლოებით 4500 მოქალაქეა აცრილი. ანუ მომართვიანობა ჩვენს ცენტრში ძალიან მაღალია.რაც შეეხება, დადებითობის ყოველდღიურ მაჩვენებელს, აღნიშნული ციფრები ყოველთვის არ არის ზოგადი მაჩვენებელი, ვიცით რომ ტესტების რაოდენობას უკავშირდება ეს ზოგადი მაჩვენებელი. 500-600 ინფიცირებული ძირითადად არის ხოლმე, როდესაც დასვენების დღეებია და ტესტირების რაოდენობა ამ პერიოდში ნაკლებია, კორელაციაშია ესენი ერთმანეთთან. თუ ამას გავასაშუალებთ დადებითობის მაჩვენებელი ძირითადად ერთნაირად მიდის, არის მატების ტენდენცია, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებელი არ გვაქვს“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.მისი თქმით, იმისათვის, რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე და ძალიან დიდი რაოდენობის მატებაზე აუცილებელია წესებისა და რეკომენდაციების დაცვა.„ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ექიმებში ავადობის მაჩვენებელი იყო მაღალი, ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული და მათთან არ არის გასული 4 თვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის შემდეგაც შესაძლებელია ჩატარდეს აცრა. იმედი მაქვს, რომ სამედიცინო პირები, გააცნობიერებენ საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს და მისცემენ მოქალაქეებს მაგალითს“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1806 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1144 ადამიანი გამოჯანმრთელდა.კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 317 719 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 297 676 პირი.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური -6,41%, ბოლო 14 დღის - 5,51%, ბოლო 7 დღის - 6,59%-ია.იხილეთ აგრეთვე:✅„ასტრაზენეკას“ დამატებითი 43 000 დოზა საქართველოშია✅„დღეში სულ მცირე 3 000 მოქალაქე უნდა აიცრას“ - თამარ გაბუნია✅„ვაქცინირებულების 2, 3 და 10% -იც კი არ ნიშნავს, რომ შემთხვევების ყოველდღიური მატებისაგან თავს დავიცავთ“- ივანე ჩხაიძე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1615788218
COVID-19
„ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერს“ - მარინა ეზუგბაია

„ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერის“ ვაქცინას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კოვიდვაქცინის საჯაროდ გაკეთების შემდეგ მედიას განუცხადა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ეზუგბაიამ აღნიშნა, ის კოვიდვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია სწორედ ინფექციურ საავადმყოფოში დაიწყო, რადგან ამ ცენტრში დადასტურდა ვირუსის პირველი შემთხვევა და ასევე პირველი გამოჯანმრთელებულიც ამავე ცენტრში იყო.„თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენი ცენტრი ძირითადი ფლაგმანია ზოგად ინფექციურ დაავადებებში, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებში. სიმბოლურია ის, რომ პირველი მოქალაქე აიცრა ჩვენს ცენტრში. იმიტომ რომ პირველი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრში იყო, ასევე ჩვენს ცენტრში იყო პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი. რამდენი ხანია ქვეყანა ელოდებოდა ვაქცინაციის დაწყებას და როგორც იქნა ვაქცინა შემოვიდა, ასტრაზენეკას სახით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რაც კი შექმნილა კოვიდ 19-თან მიმართებაში“, - აცხადებს ეზუგბაია.ინფექციონისტი მოსახლეობას, ასევე თავის კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კოვიდინფექციაზე ვაქცინა გაიკეთონ.„პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციის ჩატარება. აქედან გამომდინარე ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, რომ აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა მოსახლეობაში შეიქმნას ის იმუნური ფენა, რომელიც შექმნის ამ დაავადების დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს.ამიტომ მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უნდა მისცენ პირადი მაგალითი მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, რომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს. „ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით არ ჩამოუვარდება „ფაიზერის“ ვაქცინას, ამიტომ ის საუბრები, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას აქვს უფრო მეტი გვერდითი მოვლენები, ვიდრე „ფაიზერს“ ეს არ არის მართალი.ის გვერდითი მოვლენები, რის გამოც თითქოს შეჩერებული იყო ეს ვაქცინა, ამაზეც კითხვის ნიშანი მოიხსნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და წამლის სააგენტომ დასკვნები წარმოადგინა, რომ „ასტრაზენეკა“ ისეთივე უსაფრთხო და მაღალხარისხოვანია როგორც „ფაიზერი“ და დანარჩენი სხვა. ამიტომ, საქართველოში ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ და აიცრათ“, - დასძინა მარინა ეზუგბაიამ.ინფორმაციისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმის დახმარებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღო. 👉 საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება👉 „ვაქცინა გავიკეთე, ამაში საშიში არაფერია“ - იმნაძე👉 პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

„უკრაინის რკინიგზის“ გამგეობის წევრი
მიხეილ სააკაშვილის კადრმა ირაკლი ეზუგბაიამ „უკრაინის რკინიგზის“ კომერციული დირექტორის თანამდებობა დატოვა

„უკრაინის რკინიგზის“ გამგეობის წევრმა, კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე, დაკავებული თანამდებობა დავტოვო. იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ნაბიჯი რეფორმების გაგრძელებას შეუწყობს ხელს. ის ფული, რაც „უკრაინის რკინიგზამდე“ არ აღწევს, ცალსახად ვიღაც სხვასთან მიდის. არსებობენ ძალები, რომლებსაც ეროვნული სატვირთო გადამზიდი კომპანიის არსებობა არ სურთ. დაიწყო დევნა, რომელიც ყველა გონივრულ ზღვარს გასცდა. ამასთანავე, ნელი ტემპით მიმდინარეობს რკინიგზის რეფორმა, რომელიც 10 წლის წინ უნდა ჩატარებულიყო. რეფორმის გარეშე პოზიტიური შედეგების მიღწევა შეუძლებელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.იანვრის ბოლოს რადამ „უკრაინის რკინიგზის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა. ამის მიზეზად ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლები და კორუფციასთან ბრძოლის არადამაკმაყოფილებელი ტემპი დასახელდა. საგამოძიებო კომისიამ მიმართა უკრაინის მთავრობას „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელის, ვლადიმირ ჟმაკის მუშაობის შეფასება სთხოვა. ჟმაკმა, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ მზად არის ყველა კითხვას სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს. ვლადიმირ ჟმაკს საჯაროდ დაუჭირა მხარი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.ირაკლი ეზუგბაია „უკრაინის რკინიგზის“ კომერციული დირექტორის პოსტზე 2020 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა. 2005-2012 წლებში ის „საქართველოს რკინიგზას“

ეზუგბაია აჭარაში
1600845555
COVID-19
„ჩემი მიზანია, აჭარაში გავცე დაავადების მართვის რეკომენდაციები“ - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო, დროებით კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება. მისი თქმით, იმისთვის, რომ აჭარაში კორონავირუსის ლიკვიდაცია მოხდეს აუცილებელია მოქალაქეების თანადგომა. „ჩემი მიზანია, აჭარაში შევხვდე სამედიცინო პერსონალს და კლინიკების ხელმძღვანელებს, რადგან მივცე მათ დაავადების მართვის რეკომენდაციები და ექიმებს ჩავუტარო ტრენინგები“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 227 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 165 კი აჭარაში დადასტურდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1600783296
COVID-19
ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ მოქალაქეების თანადგომაა საჭირო

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში და კერძოდ, აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადი იყოს, საჭიროა მოქალაქეების თანადგომა. ექიმი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ არსებული რეგულაციები ზედმიწევნით შეასრულოს. „გარკვეულწილად ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის თანხვედრა სახელმწიფოსთან ერთად. რაც ნიშნავს იმას, რომ დავიცვათ არსებული რეგულაციები. არსებული სიტუაცია, რომ შევინარჩუნოთ და მივიღოთ სტაბილიზაცია და წავიდეთ ლოკალიზაციისკენ ამ აჭარის რეგიონში. ამისთვის მხოლოდ ვერტიკალის მუშაობა არ არის საკმარისი, აუცილებელია მოქალაეების თანადგომა. ვიმეორებ, უნდა დავიცვათ ის რეგულაციები იმისთვის, რომ სიტუაციის მართვა შევძლოთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ინფორმაციისთვის, დღეს, 22 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ყველაზე მეტი აჭარაში 137 შემთხვევა გამოვლინდა.

ეზუგბაია პირბადით
1600671922
COVID-19
„თბილისში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა“ - მარინა ეზუგბაია

დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული 193 შემთხვევიდან: 92 აჭარა 53 იმერეთი 31 თბილისი 8 სამეგრელო-ზემო სვანეთი 7 გურია 1 რაჭა-ლეჩხუმი 1 მცხეთა ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1600586871
COVID-19
მარინა ეზუგბაია: ინფიცირების დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებლები სტაბილიზაციის ნიშანია

„საქართველოში ყოველდღიურად დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა სტაბილიზაციის მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აჭარაში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი რადიკალურად არ იცვლება, რაც იმას გულისხმობს, რომ რეგიონში ვირუსის გავრცელების ლოკალიზაცია ახლოსაა. „ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთ დონეზე რომ რჩება, ეს არ არის ცუდი, ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი. ყველაზე ცხელ რეგიონში, აჭარაში, დაახლოებით ერთიდაიგივე რიცხვებია, რაც ნიშნავს, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. ასევე მნიშვნელოვნად არ იზრდება შემთხვევების რიცხვი სხვა რეგიონებში“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში ეპიდვითარება კონტროლირებადია. ინფორმაციისთვის, საქართველოში ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 128 აჭარიდან, ხოლო 30 თბილისიდანაა.

ეზუგბაია პირბადით
1600413516
COVID-19
„ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა “ - მარინა ეზუგბაია

დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში ჯამურად 1657 პაციენტი მკურნალობს. „პაციენტებიდან 11 გახლავთ კრიტიკულად მძიმე, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას ტრადიციულად გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, თუ საზოგადოება რეგულაციებს შეასრულებს, მიღებული მონაცემები დასტაბილურდება და შესუსტდება. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1600327738
COVID-19
მარინა ეზუგბაია: ქვეყანაში 9 კრიტიკული პაციენტია, მძიმე პაციენტი 70-მდეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის 9 კრიტიკულია, 70-მდე კი, მძიმე პაციენტია. მისი თქმით, დღეში 11 000 PCR ტესტი ტარდება. „თუ ჩვენ მომდევნო დღეებში ასეთი მინიმალური სხვაობით გვექნება დაღმართი, კარგი იქნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონი, იქ მობილიზებულია განსაკუთრებით დიდი ძალები და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს ლიკვიდაცია იმ რეგიონში. ასეთი მინიმალური კლებით, ალბათ სადღაც 2 კვირაში ისევ ზომიერ, კონტროლირებად მატებას მივიღებთ. ეს სურვილია, მაგრამ ვნახოთ, როგორ განხორციელდება. ეს დამოკიდებულია მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. აუცილებელია რეგულაციების შესრულება - პირბადეების ტარება, დისტანცირება“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. ინფორმაციისთვის, გუშინ კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს, 179. დღევანდელი შემთხვევებიდან: 126 აჭარაში დაფიქსირდა; 16 იმერეთში; 15 თბილისში; 7 სამეგრელო-ზემო სვანეთში ; 7 მცხეთა-მთიანეთში; 4 გურიაში; 4 კახეთში.

••• იტვირთება