მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საძიებო სიტყვა: კორონავირუსი

ექიმი ალექსანდრე გოგინავა
გოგინავა: ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა კორონავირუსის შემთხვევებიც ფიქსირდება

საქართველოში, ამ ეტაპზე სეზონური გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა კოვიდ 19-ის შემთხვევებიც ფიქსირდება, - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. ექიმი ამბობს, რომ მარტში მოსალოდნელია გრიპის ვირუსის რაოდენობის შემცირება. „ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა არის სხვა რესპირაციული ინფექციებით მომართვიანობაც, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევებიც ფიქსირდება. გრიპის ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მარტის პერიოდში გვქონდეს ნაკლები შემთხვევები. თუ აღინიშნება რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ა.შ. ასეთ დროს, უმჯობესია ექიმთან ვიზიტი, რომ მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება“, - აღნიშნა ექიმმა „იმედის“ ეთერში. შეგახსენებთ, worldometers-ის ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, მას შემდეგ რაც კორონავირუსი პირველად გამოვლინდა, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 703 847 394-ს შეადგენს. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 674 622 061 ადამიანი, ხოლო 7 მილიონზე მეტი დაიღუპა. 

ჯანმომ ახალი ვაქცინა CovavaxTM დაამტკიცა
ევროკავშირმა 4 მლრდ. დოლარის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადააგდო

ევროკავშირის ქვეყნებმა 215 მლნ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადააგდეს, რომლის ფასი 4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.ამასთანავე, გამოცემა Politico-ს ცნობით, ეს ინფორმაცია მან საკუთარი წყაროებით მოიპოვა და რეალური ციფრი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს.კონკრეტულად რომელი კომპანიების ვაქცინებზეა საუბარი, უცნობია.

გაციება
რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში, კორონავირუსი როგორ უნდა გამოვარჩიოთ და არის თუ არა განსხვავება ამ 2 ტიპის ვირუსს შორის? - ივანე ჩხაიძის განმარტება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის სეზონი უკვე დაწყებულია. ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას ისაუბრა, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს დღეს ქვეყანაში.ჩხაიძე მოსახლეობას, რეკომენდაციების დაცვისკენ და გრიპის ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. „2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში უფრო მეტად აქტიურია „რინოვირუსი“. „რინოვირუსი“ არ გახლავთ მძიმე დაავადების გამომწვევი ვირუსი, მას უმეტესად შეუძლია გაციების მსგავსი სიმპტომატიკა გამოიწვიოს. მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება ბრონქების შევიწროებით მიმდინარე დაავადება გამოიწვიოს. რა სიმპტომები ახასიათებს „რინოვირუსს“:✔️ ცხვირცემინება✔️ ცხვირიდან გამონადენი✔️ სუნთქვის გაძნელება✔️ მსუბუქი ყელის ტკივილი✔️ დაბალი ტემპერატურაამ დროს ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე და ადამიანს შეუძლია სამსახურში, სკოლაში, სასწავლებელში წავიდეს. ხანდახან ბრონქოსპაზმი „მსტვინავი სუნთქვა“ რთული მოსასმენია, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივია სუნთქვის გახშირებაზე აპელირება. თუ თქვენ შვილს აქვს გახშირებული ხველა და სუნთქვა სჯობს მდგომარეობა ექიმს შეაფასებინოთ. გახშირებული სუნთქვის უკან, შეიძლება ფილტვის ანთება იდგეს.აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში „რინოვირუსით“ გამოწვეული ზემო სასუნთქი ინფექციის ხანგრძლივობა არის 6-7 დღე, როგორ წესი ამაზე მეტი უკვე გართულებაა და სულ სხვა მართვა სჭირდება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ კორონავირუსი როგორ უნდა გამოვარჩიოთ და არის თუ არა განსხვავება ამ 2 ტიპის ვირუსს შორის.„კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს საქართველოში - „ომიკრონი“ - არ ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით და მარტო კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით რთულია ამ ვირუსზე ეჭვის მიტანა. თუმცა თუ არის: მაღალი ცხელება, თავის, ყელის, კუნთების ტკივილი, თუ ასეთი სიმპტომატიკა შეინიშნება, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის კორონავირუსი, თუმცა ეს ახასიათებს გრიპის ვირუსსაც. მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთოს სისუსტე, თუ ასეთი სიმპტომებია, სჯობს ადამიანი იყოს ექიმის დაკვირვების ქვეშ.სამწუხაროდ, კორონავირუსს ახასიათებს პოსტკოვიდური მდგომარეობა, როდესაც კორონავირუსის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ ხანგრძლივად რჩება ან ჩნდება ახალი სიმპტომი: ხველა, საერთოს სისუსტე, თავის  ტკივილი. აქ უკვე დატოვებული სიმპტომების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს თვეების განმავლობაში“, - აღნიშნავს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.ამასთან, ჩხაიძემ განმარტა თუ ვის უნდა ეშინოდეს უფრო მეტად კორონავირუსის.„კორონავირუსი არსად არ გაქრება და დარჩება ჩვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად. ისეთად, როგორიც არის გრიპის ვირუსი. მოსახლეობის ძირითადი ფენისთვის კორონავირუსი საშიში არ არის. რისკჯგუფები გვაქვს გამოყოფილი, ეს არის: ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ჯანდაცვის მუშაკები, პედაგოგები და 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა. მათთვის კოვიდის ეს მსუბუქი ვარიანტი არის საშიში. რინოვირუსის და გრიპის დროს არ არის აუცილებელი ანტიბიოტიკის მიღება“, - დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ გაბუნია: წელს ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი და 7-8% კორონავირუსი

„შემოდგომა ვირუსების ცირკულაციის პერიოდია. წელს უკვე ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი. შედარებით მცირეა - დაახლოებით 7-8% კორონავირუსი. მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც, არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ასევე არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული, ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე შექმნის ძალიან კარგ მოსამზადებელ პერიოდს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ „ებოტის“ წარმოების, 200 000, მაღალი ხარისხის, ოთხ კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. მისი განმარტებით, ვაქცინა იცავს როგორც გრიპის გადადების, ისე მძიმე ფორმების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რისკჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია.„ვაქცინა უფასოა და სახელმწიფო პროგრამა ამას სრულად ფარავს, საოჯახო მედიცინის ცენტრები და კლინიკების დიდი ნაწილი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, 60 წლის და ზემოთ პირები არიან მაღალი რისკის მატარებლები, ასევე შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებისთვის, მათი აცრა მოხდება პირველ ეტაპზე და აუცილებლად უნდა მოგვმართონ და აიცრან. ორსულებისთვის, მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ გარკვეულ რაოდენობა ვაქცინას, იმისთვის რომ როგორც კი დადგება ორსულობა აიცრან და ამის შესახებ მას რეკომენდაციას, აუცილებლად მისცემს მეან-გინეკოლოგი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.მინისტრის მოადგილის თქმით, რისკჯგუფებისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ორშაბათიდან დაიწყება.

ჯო ბაიდენი
ჯილ ბაიდენი კოვიდდადებითია, პრეზიდენტ ბაიდენს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი კოვიდდადებითია. კარინ ჟან-პიერის თქმით, იმის გამო რომ პირველი ლედი კოვიდდადებითი, საჭიროებამ მოითხოვა, თეთრი სახლის ლიდერისთვის კორონავირუსზე ტესტირება ჩაეტარებინათ. „მას არ აქვს რაიმე სიმპტომი. ტესტზე პასუხი უარყოფითია. წყვილი ერთად იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ტესტის ჩატარება“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ნიღაბს იკეთებს. 

ჯანდაცვის მინისტრი
კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს - ზურაბ აზარაშვილი

„დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი. არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც კი შევაჩერეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე, ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია.მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს.„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება.მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე - საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო - ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით“, - აღნიშნა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო
კერძო ლაბორატორიებს კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია. 👉 საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული ჩვენი ცენტრის მიერ - NCDC & PHროგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.„საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს "ომიკრონის" ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან - მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული ჩვენი ცენტრის მიერ - NCDC & PH

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებიათ.როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს.„საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს „ომიკრონის" ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან - მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით“, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, კოვიდის ახალი შტამის შემთხვევები მსოფლიოს 51 ქვეყანაშია გამოვლენილი. დასავლური მედიის ცნობით, 10 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ჯამში 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე წინა 28 დღეში.

EG.5
EG.5 - საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები ფიქსირდება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის შემთხვევები ფიქსირდება. სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში დაავადების გავრცელებას პროგნოზირებენ. „ჩვენი ლაბორატორიის მონაცემებით, საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი. ვინც ჩაიტარა ტესტირება, იმათ შორის, 50%-ზე მეტია დადებითობის მაჩვენებელი. თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მან თავი უნდა შეიკავოს სხვა პირებთან კონტაქტისგან“, - აცხადებს კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე. EG.5 ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და მას სწრაფი გავრცელება, მაღალი სიცხეები, მშრალი ხველა და სახსრების ტკივილი ახასიათებს.კოვიდის ახალი შტამის შემთხვევები მსოფლიოს 51 ქვეყანაშია გამოვლენილი. დასავლური მედიის ცნობით, 10 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ჯამში 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე წინა 28 დღეში. 

კორონავირუსის ახალი ვარიანტი
რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტით EG.5-ით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა

რუსმა სპეციალისტებმა აპრილიდან აგვისტომდე კორონავირუსის ახალი ვარიანტით EG.5-ით ინფიცირების 17 შემთხვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახურში განუცხადეს. „რუსეთის ფედერაციაში EG.5 ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში“, - აცხადებენ „როსპოტრებნადზორში“. დეპარტამენტში ხაზგასმით აცხადებენ, რომ რუსეთში კორონავირუსის ეს ვარიანტი ფართოდ ჯერ არ არის გავრცელებული.ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ამ ვარიანტის გამოვლენის სიხშირე 6,2%-იდან 11,6%-მდე გაიზარდა. შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედები. 

ივანე ჩხაიძე
კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა - ივანე ჩხაიძე

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა. „კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც იმართება გრიპი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა, მაგრამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება იმავე დონეზეა, როგორზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში“, - ამბობს ჩხაიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში. ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.BBC-ის ცნობით, ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად სულ მცირე 7 მილიონი ადამიანია დაღუპული.

ივანე ჩხაიძე
„გამონადენი თვალიდან, ქავილი და სიწითლე“ - ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი ვარიანტის სიმპტომებზე საუბრობს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ ვარიანტ Arcturus-ს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 👉კორონავირუსის ახალი, მაღალგადამდები შტამი - Arcturus აღმოაჩინესროგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, დაავადება მაღალგადამდებია და ისეთი სიმპტომები ახასიათებს, როგორიც მანამდე, კორონავირუსის არც ერთ სხვა ვარიანტს არ ჰქონია - ესენია თვალის სიწითლე, ქავილი და გამონადენი თვალებიდან. როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, დაავადება  დროის საკითხია, როდის შემოვა ის საქართველოში.  „სხვა შტამებისგან ერთადერთი განმასხვავებელი სიმპტომი კონიუნქტივიტია - თვალის ქავილი, სიწითლე, თვალიდან გამონადენი, რაც დღემდე სხვა ვარიანტებს არ ჰქონია. ამას ერთვის ცხელება, თავის, ყელის ტკივილი და ხველა. დაავადება ბავშვებში შედარებით მაღალი ტემპერატურით და კონიუნქტივიტით ხასიათდება. ვფიქრობ, მისი შემოსვლა საქართველოშიც დროის საკითხია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ პორტალ „კვირას” პრესკლუბში გამართულ და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ბუსტერ დოზების გაკეთებაა რეკომენდებული. 

••• იტვირთება