მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1-ლი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება

ბათუმი ინვესტიცია

პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება იმან განაპირობა, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუჯობესდა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4 პროცენტს, ჩვენ აჭარაში 1 თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა.

კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით რაც დღეისთვის მოქმედებდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება

👉 მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში, ქუთაისში და რუსთავში 1-ლი მარტიდან აღდგება