მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

11 ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის საზღვარს არ ხსნის

თვითმფრინავი

პანდემიის გამო საქართველოსთვის საზღვარს 11 ქვეყანა არ ხსნის.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვარს არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.

ჩიქოვანის თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ, საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა.

„უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, შევთანხმდით, რომ შევქმნით სპეციალურ კომისიას, რომელიც იმუშავებს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიც არის იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, ვგულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ ქვეყანაში ჩასულმა პირებმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვარი დღეიდან გაიხსნება.