მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2019 წელს შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეებისგან 21 570 განაცხადი შევიდა

ევროკავშირის დროშა ვარსკვლავებით

2018-დან 2019 წლამდე პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის საერთო რაოდენობა 17% -ით გაიზარდა (3,805 – დან 4,435 – მდე). ასევე 26%–ით გაიზარდა უკანონოდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა (9,400 – დან 11,845 – მდე). ამის შესახებ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, ევროკომისიის რიგით მესამე ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა, 2019 წელს შეტანილი იყო 21 570 განაცხადი, 2018 წელს კი - 19 730 განაცხადი.

„ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. 2019 წელს თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 4.1% -მდე შემცირდა (2018 წლის 4.7% -თან შედარებით). 2020 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 3,795 თავშესაფრის განაცხადი, რაც 42% -ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.

საქართველოდან ევროკავშირში მიმოსვლაზე უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა.