საზოგადოება

„25 ლარიანი ვაუჩერი არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი“ - იუსტიციის სახლის განმარტება

იუსტიციის სახლი და
ახალშობილები
1606894721
დაკოპირებულია

იუსტიციის სახლი ერთ-ერთი სოციალური პროექტის წინააღმდეგ არსებულ ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახორციელებს პროექტს „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად, რომელიც ახალშობილის პირველი დოკუმენტია, იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთებს და ფულად ვაუჩერს.

„იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა.

კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი „გეფასთან“ ერთად გასცემს საჩუქრებს. დღემდე, მოქმედი პროექტით 15000 პირმა უკვე ისარგებლა. გუშინ კი, იუსტიციის სახლმა სს „გეფასთან“ განაახლა მემორანდუმი და პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო გახდა.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ პროექტის დისკრედიტაცია სცადეს, რომლითაც 2016 წლიდან დღემდე 15 000 პირმა უკვე ისარგებლა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 25 ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებისთვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა.

ინფორმაციისთვის, პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს:

👉 სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

👉 სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალშობილთა მშობლებს საჩუქრად 25-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ იუსტიციის სახლისგან.

პალაუს დროშა

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

1610907219

არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

1610905716

მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.

1610902736

OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

1610900654
ვოლსკი პარლამენტში

გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქ...

„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.

ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი...

„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.

მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-...

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ვა...

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.