მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია

26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.

„პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებს გადაადგილება 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნის გავლით შეეძლებათ. სამოძრაო მიმართულება არ იცვლება, გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ გადაადგილებისას.

შესაძლებელი იქნება ასევე, კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედანზე მობრუნება და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება“, - აცხადებენ მერიაში.