საზოგადოება

400-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საკვებ-პროდუქტს გადასცემენ

უმრავლესობის წევრები
17:52 08.04
დაკოპირებულია

სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპანიების „ტერასა ჯგუფის“ და „ბასა გრუპის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, კომპანიების  მიერ შემოწირულ სურსათს სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს გადასცემენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, ნობათი დღეს 400-მდე ოჯახს დაურიგდება.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისის საკრებულო, კერძო სექტორის დახმარებით,  სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას აგრძელებს. 

"დღეს ორმა კომპანიამ სასურსათო პროდუქტები გადმოგვცა, რომლებსაც ჩვენი მაჟორიტარები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებში დღესვე დაარიგებენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც ჩართულია თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ აქციაში. იმედს ვიტოვებ, რომ სხვა კომპანიებიც შემოგვიერთდებიან და უახლოეს პერიოდში ყველა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს მივუტანთ დახმარებას",- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა  კი კამპანიაში ჩართვისთვის კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში, თბილისის საკრებულომ დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე აიღო პასუხისმგებლობა და პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

"თბილისის საკრებულო მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას განაგრძობს.  დღეს „ტერასა ჯგუფისა“ და „ბასა გრუპის“ წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადმოგვცეს. ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების მიერ თბილისის მასშტაბით დარიგდება. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და დახმარებას მიიღებს ყველა ის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი, ვინც ამას საჭიროებს", -განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

პირველი რესპუბლიკა

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკი...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 191...
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზ...
09:14
ჩუკოტკაზე 26 მაისს დილით ᲩᲐᲛᲝᲕᲐᲠᲓᲜᲘᲚᲘ ᲕᲔᲠᲢᲛᲤᲠᲔᲜᲘ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა....
07:49
რუსეთში, ჩუკოტკის აეროპორტში ვერტმფრენი Ми-8 ჩამოვარდა. ინცინდენტი 26 მაისს დილით მოხდა. რუსული მედ...
07:08
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართვ...
23:25 25.05
სვანეთი სვანეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
სვანეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშსა და ლახამულას თემებში უხვი...
საგადასახადო დავების განხილვა დისტანციურ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით COVID–19-ის პანდემიის გავრცელ...
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი...
შემოსავლების სამსახურმა 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, გურიასა და სამეგრელო-ზემო...
დოროყაშვილის ადვოკატი: მითითება იმაზე, რ...
"მტკიცებულებების გასაჯაროებას არ ვაპირებთ", - აღნიშნულის შესახებ ცნობილი ქართველ...