მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაბეთის’“ საპატიო ელჩის გიგა ჭიკაძის ახალი ბრძოლა დაანონსდა

აჭარაბათის ელჩის ბრძოლა

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩს UFC (Ultimate Fighting Championship) ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს 25 აგვისტოს COVID 19- ი დაუდგინდა. საბედნიეროდ, სპორტსმენი თავს ახლა კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„როგორც იცით, 25 აგვისტოს დამიდასტურდა COVID - 19 , რის გამოც გაუქმდა ჩემი ბრძოლა ალექს კასერესთან. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ვაგრძელებ ვარჯიშებს და უკვე 1 კვირაში შევძლებ რომ გუნდთან ერთად გავაგრძელო მომზადება. ჩემი შემდეგი ბრძოლა აბუდაბიში, მებრძოლთა კუნძულზე 10 ოქტომბერს გაიმართება.

დავუპირისპირდები ვენესუელელ მებრძოლს ომარ მორალესს, რომელიც არის ძალიან წარმატებული მებრძოლი, მას 10 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ათივე მოგებული. დიდი მოლოდინი მაქვს ამ ბრძოლის. ჩემს სტილში მომიწევს ბრძოლა და მინდა მაყურებელს კარგი სანახაობა შევთავაზო“, - განაცხადა სპორტსმენმა.