მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის მთავრობის სახლთან რეგულაციების გასაპროტესტებლად კაფე-რესტორნები და გასაყიდი დახლები მოეწყობა

აქცია ბათუმში

ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ.

„თავისუფლების კვარტალი“ ასე დაარქვეს აქტივისტებმა აჭარის მთავრობის წინ არსებულ ტერიტორიას.

აქციის მონაწილეები დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.

დაახლოებით 1 თვეზე მეტია ისინი აქციას მართავენ, დღეს კი გახდა ცნობილი, რომ აჭარის მთავრობის სახლთან, რეგულაციების გასაპროტესტებლად კაფე-რესტორნები და გასაყიდი დახლები მოეწყობა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ისინი გააგრძელებენ 24 საათიან რეგულაციებს.

„აქციებს არ შევწყვეტთ, წარმოუდგენელია ამ მთავრობამ მართოს ის კრიზისები, რაც გვაქვს და უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. დღეს ბევრ საინტერესო ინიციატივას გავაჟღერებთ აქციაზე.

შეიქმნება სატელეფონო ჯგუფი, რომელიც საკუთარი ავტომობილებით დაეხმარება ინფიცირებულ ადამიანებს“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.