მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ - პრეს-ტური გურიაში

ტურიზმის ადმინისტრაცია

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია" გრძელდება. „იმოგზაურე საქართველოში"ამ კამპანიის მთავარი სლოგანია და შიდა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას ემსახურება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შიდა ქართლის შემდეგ, რიგით მეორე ტური გურიაში გაიმართა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გასტრონომიის ასოციაციის მონაწილეობით გასტრონომიული ტური მოეწყო.

ტურის ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გურიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.

„საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია დაიწყო „აღმოაჩინე ის რაც შენია.“ პროექტის ფარგლებში ვიმყოფებით გურიაში, აცანაში, სადაც ჩვენთან ერთად არიან მედიის წარმომადგენლები, შეფ-მზარაულები. ჩვენი სურვილია კარგად წარმოვაჩინოთ გურიის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, ასევე ამ რეგიონის უნიკალური გასტრონომიული კულტურა, შედეგად ველოდებით, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდება სურვილი გურიაში მოგზაურობის, რათა დაათვალიერონ რეგიონის ტურისტული ადგილები და დააგემოვნოს უგემრიელესი ადგილობრივი კერძები, რითაც გურია გამოირჩევა“,- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, პრეს-ტურის ფარგლებში სკიჯის სახლში, ოქროსქედში კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს 2000 მეტრზე გაშენებული უძველესი ჯიშის საექსპერიმენტო ყანა. ტურის მონაწილეები ესტუმრნენ გომის მთას და წითელ მთას, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. მათ ასევე მოინახულეს ჩაის ბაღები და „კობიძეების მარანი.“