მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

საწვავის შემოწმება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 10 დღის მონაცემებით 5 000 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.