მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ვერსიას ნათესავები არ ეთანხმებიან

 ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოში, 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ე.ტ.-ს ცხედარი სააბაზანოში მისმა ქმარმა, პირველ ივნისს, გვიან ღამით ნახა. მისი თქმით, ქალმა თავი ჩამოიხრჩო. სამართალდამცველებმა ქმარი და გარდაცვლილის ნათესავები იმავე საღამოს გამოკითხეს. გარდაცვლილის ნათესავები ეჭვქვეშ აყენებენ გამოძიების პირვანდელ ვერსიას, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა.

ე.ტ. სკოლის პედაგოგი იყო, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.