მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალშობილი 2 დღით ადრე დაიღუპა“ - დამატებითი დეტალები მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ქალის შესახებ

ჩვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში

ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი ალექს ვაჩაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან მშობიარობის შემდეგ ქალის გარდაცვალების შესახებ დამატებით დეტალებს ჰყვება.

როგორც ვაჩაძემ აღნიშნა, ახალშობილი დედის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე დაიღუპა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა, ექიმებმა სასწრაფო საკეისრო კვეთის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს.

„გოგონა იყო 30 კვირის ფეხმძიმე, როდესაც ჩვენთან მოვიდა კოვიდის სიმპტომებით, მას გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. თავიდან იყო მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებული და არ სჭირდებოდა რეანიმაცია, ის დაყოვნდა სამეანო განყოფილებაში. სამეანო განყოფილებაში ყოფნისას გაუარესდა მისი მდგომარეობა, იძულებული გავხდით, რომ რეანიმაციაში ფილტვის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაგვეყვანა.

ამ პერიოდში მუდმივად ხორციელდებოდა მონიტორინგი პაციენტის და ნაყოფის, დაახლოებით 2 დღეში რეანიმაციაში მოხვედრის შემდეგ ნაყოფის გაუარესების შესახებ ინფორმაცია, რომ მივიღეთ, იძულებულნი გახდნენ ექიმები, რომ გაეკეთებინათ სასწრაფო საკეისრო კვეთა.

ბავშვი დაიბადა განუვითარებელი ფილტვებით, შემდეგ ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, საოპერაციოშივე გახდა საჭირო ინტუბაცია. ახალშობილის დედა უკვე იყო ფილტვის ხელოვნურ ინტუბაციაზე. ახალშობილმა რამდენიმე დღე იცოცხლა სამწუხაროდ და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა გარდაიცვალა გუშინ, ახალშობილი დაიღუპა ორი დღით უფრო ადრე“, - აცხადებს ვაჩაძე.