მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჩვენი გაჩუმების რამდენიმე კომპონენტი ჩაირთო

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, მათი გაჩუმებისთვის დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე კომპონენტი ჩაირთო.

„როგორც კი ვიწყებთ გარეჯზე საუბარს მაშინვე გამოვყავართ ვიღაცის დაპატიმრების მომხრეებად და ამაზე საუბარი უხერხული ხდება. სამწუხაროა, რომ პირდაპირ ბურთს გჩრიან პირში და გეუბნებიან არ ილაპარაკოვო.

მეორე იყო ის, რომ არჩევნებში ჩაერთო საპატრიარქო და დაავიწყდათ, იგნორი გაუკეთეს ჩვენს განცხადებებს.

გამოაქვეყნეს თითქოს და რუსულ სპეცსამსახურებში მოპოვებული ნუსხა, სადაც დავით გარეჯის მოღვაწე მღვდლები, იერარქიები და მეც შეგვიყვანეს აქ“ , - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, ამ მასალაში იმ ენის სრული უვიცობა ჩანს როგორც წერია.

„არასწორად არის სახელები ნათქვამი და ა.შ. მაგას ვერ დაწერდა რუსულის მცოდნე ადამიანი, ეს აქ არის დაწერილი“, - დასძინა ანდრია ჯაღმაიძემ.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.